ავდრის მოლოდინში

From Wikisource
Jump to: navigation, search
ავდრის მოლოდინში
ამ ნაწარმოების შემქმნელია გალაკტიონ ტაბიძე
1916 წელი


წარსულმა ღამემ შენს ფანჯარაში
დათოვა თოვლი ია-ზამბახის!
შენი ალვა დგას, როგორც დარაჯი,
მზეთუნახავი და მკრთალი სახის.
სისხლივით ელავს ფოთლები ვაზის,
ბროლი, მარჯანი და ნელი რვალი,
ხალივით მთვრალი ხაზი შირაზის
ალვაში შედის მრავალთ-მრავალი.
ნელ ლერწებით და ვაზის მტევნებით
მიყვარს ქალწულის დაგვირგვინება.
წარსულს ჩვენ აღარ დავედევნებით
და არც ცრემლები დაგვედინება.
ამ მწიფე მტევნებს დალეწავს ქარი,
თუ მწიფობისთვემ შეცვალა დარი -
მებაღემ მოსვლა თუ არ ინება!
შენ სული გქონდა ისე კეთილი,
ოჰ! სერაფიმის ცისფერი სული!
ახლა დაღლილი და დაფლეთილი
არის ქსოვილი ფერმიღებული.
ვის დაიფარავს სუსტი ქსოვილი?
ვერც შენ, და ვერც სხვას... ცივია წვიმა!
ქსოვილი, წვიმის ცვრებით სოველი,
წაიღო ქარმა, ქორმა, არწივმა.
ფიქრები ქარის ქვითინში კვდება,
ფიქრები კვდება ნისლში და ქარში.
არ არის არსად ბედნიერება!
ფიქრები კვდება ნისლში და ქარში.
ეს მწუხარე და მწველი ზუზუნი
მიჰყვება ფიქრებს ნისლში და ქარში.
ძველ გაზაფხულის მღელვარე სუნი
მიჰყვება ფიქრებს ნისლში და ქარში.
ჩამავალი მზის მომაკვდავ ალებს
ისვრის ღრუბლები და დაღლილობა:
მთებს, ირმებს, შველებს, ხევს და ნაპრალებს
აწუხებთ ღრუბლის მძიმე ჭრილობა.


Info icon 001.svg #licence info


Flag of the United States.svg Public domain
This work is in the public domain in the United States because it was first published outside the United States prior to January 1, 1923. Other jurisdictions have other rules. Also note that this work may not be in the public domain in the 9th Circuit if it was published after July 1, 1909, unless the author is known to have died in 1943 or earlier (more than 70 years ago).[1]
This work might not be in the public domain outside the United States and should not be transferred to a Wikisource language subdomain that excludes pre-1923 works copyrighted at home.
According to the copyright law of Georgia this text will be in the public domain by January 1st 1930.

მოცემული ნამუშევარი საზოგადოებრივ საკუთრებაშია ამერიკის შეერთებული შტატების საავტორო უფლებების შესახებ კანონის თანახმად, რადგანაც თავდაპირველად იგი დაიბეჭდა 1923 წლის 1 იანვრამდე. სხვა ქვეყნების, განსაკუთრებით საქართველოს კანონმდებლობების თანახმად შესაძოლა ეს ნამუშევრები დღემდე დაცულნი იყვნენ საავტორო უფლებებით.
საქართველოს კანონმდებლობის თანახმად ეს ნამუშევარი გადავა საზოგადოებრივ საკუთრებაში 1930 წლის 1 იანვარს.