XI ს. საწინამძღვრო ჯვარი მოწამეთიდან

From Wikisource
Jump to navigation Jump to search





ქართული სიძველეები



XI ს. საწინამძღვრო ჯვარი მოწამეთიდან







შესავალი[edit]

მოწამეთას საწინამძღვრო ჯვარი ამჟამად დაცულია ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ-ეთნოლოგიურ მუზეუმში N 3858. მისი ზომებია: სიმაღლე 34 სმ. და სიგანე 20 სმ. 1923 წლამდე ჯვარი ინახებოდა მოწამეთას მონასტერში, სადაც იგი მოინახულა არაერთმა ცნობილმა მოგზაურმა (მ.ბროსე, ნ. მურავიოვი; პერევალენკო; ნ. კონდაკოვი).

1040-1060 წწ. - წარწერა მოწამეთას ეკლესიის საწინამძღვრო ჯვარზე[edit]

წარწერის ტექსტი[edit]

ქრისტე. ადიდე ბაგრატ აფხაზთა მეფე და ნოველისიმოსი; ქრისტე, შეიწყალე სოფრონ ერუშნელი ძე ქველისა; იესო ქრისტე, განუსუენე სულსა მხეციძისა.

შენიშვნები[edit]

ჯვარს და წარწერას ნ. კონდაკოვი ათარიღებს XI საუკუნით, რადგან მასში მოხსენიებული ბაგრატ მეფე უნდა იყოს ბაგრატ IV (1027-1072). ამ დათარიღებას იზიარებს ო. სოსელიაც.

წარწერაში მოხსენიებული ბაგრატ IV სხვადასხვა დროს ატარებდა კურაპალატის, ნოველისიმოსის და სევასტოსისს წოდებებს, ამიტომ თ. საყვარელიძის გამოკვლევით, რადგან ბაგრატ IV წარწერაში ნოველისიმოსად იხსენიება, წარწერის თარიღი შეიძლება განისაზღვროს 1040-1060 წლებით, რადგან იერუსალიმის ჯვრის მონასტრის 1040 წლის ხელნაწერში ბაგრატი ჯერ კიდევ კურაპალატად იხსენიება, ხოლო 1059-1060 წლებში მან სევასტოსობა მიიღო.

თ. საყვარელიძის აზრით წარწერაში მოხსენიებული მხცისა უნდა იკითხებოდეს არა როგორც გვარი მხეცისძე (რომელიც XVI საუკუნემდე არ ჩანს), არამედ, როგორც სახელი მხეცის.

პუბლიკაცია[edit]

ლიტერატურა[edit]