S-3729
Appearance
ქართული ხელნაწერები
ყოფილი წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების S-3729 ხელნაწერი წარმოადგენს იოანე ბატონიშვილის ავტოგრაფიულ კრებულს, რომელიც თარიღდება 1794-1820 წლებით. ხელნაწერი შეიცავს 159 ფ. ზომით 36 x 24 სმ. ქაღალდი, მუყაოს ყდა, მხედრული. დაუწერელია 1 rv, 72r-75v, 127v. ალ. ცაგარელის კატალოგით N 108.
კრებული შედგება იოანე ბატონიშვილის შემდეგი შრომებისაგან:
- 1. "შემოკლებით აღწერა საქართველოსა შინა მცხოვრებთა თავადთა და აზნაურთა გუარებისა, რომელნიცა აღწერილ არიან ძველად მეფეთაგანცა და უკანასკნელ მეფისა მიერ ირაკლი მეორისაგანცა, ვითარცა არს მოხსენებულ ტრაკტატსა შინა დადებულსა, ოდეს შეეკრა მის დიდებულებას იმპერატრიცა ეკატერინასა წელსა უო - გვ. 2r-71v
- 2. "სარჩევი საზოგადოს ისტორიისა - გვ. 76r
- 3. "ბაგრატიონთა შთამომავლობა - გვ. 76v-127r
- 4. "წელსა 1794 და 1799-ში, ქ. დროსა მეფისა ირაკლისასა და მეფისა გიორგისასა, ნებითა ამა ორთა მეფეთათა აღწერილი სოფლები შენი და უშენი, სოფლები ქართლისა და კახეთისა, რომლებიც აღწერა მეფის ძემ იოანემან თვის-თვისის ხეობით, რომელნი სოფელნი მიება სამეფო, სათავადო, სააზნაურო და საეკლესიო" - გვ. 128r-159r
S-3729 ხელნაწერის აღწერილობა გამოქვეყნებულია
- 1967 - ხელნაწერთა აღწერილობა - S კოლექცია - ტომი V - გვ.272-273