Q-969 ხელნაწერის ანდერძ-მინაწერები

From Wikisource
Jump to navigation Jump to search




ქართულ ხელნაწერთა ანდერძ-მინაწერები






Q-969 ხელნაწერის აღწერილობა[edit]

Q-969 ხელნაწერის ანდერძ–მინაწერები[edit]

კოპასძეთა ხელნაწერის მოსახსენებლები[edit]

1. ბაგრატ აფხაზთა და ქართუჱლთა მართლმადიდებლისა მეფისა საუკუნოჲმცა არს საჴსენებელი.

2. გიორგი კესაროსისა, აფხაზთაჲ, ქართველთა მეფისა...

3. დავით, ყოვლისა აღმოსავლეთისა მეფისა ახლისა მართლმადიდებელისა საუკუნოჲმცა საჴსენებელი და კურთხევა მისი.

4. დემეტრე ყოვლისა აღმოსავლეთისა მეფისა საუკუნოჲმცა საჴსენებელი და კურთხევა მისი.

5. გიორგი, ყოვლისა აღმოსავლეთისა ჴელმწიფედ მპყრობელისა, მეფეთ-მეფისა საუკუნოჲმცა არს საჴსენებელი და კურთხევა მისი.

6. თამარ ყოვლისა აღმოსავლეთისა ახლისა მართლმადიდებლისა, აფხაზთა, ქართველთაჲ, ჰერთა და კახთა და ყოველთა ქრისტეანეთა მპყრობელისა საუკუნოჲმცა არს საჴსენებელი და კურთხევაჲ მისი.

7. ძისა მათისა გიორგი ყოვლისა აღმოსავლეთისა და დასავლეთისა მტკიცედ მპყრობლისა მეფეთ-მეფისა მრავალმცა არიან წელნი მეფობისა მისისანი...

8. დიდისა და წარჩინებულისა და სიმხნით განთქმულისა და სახელოვანისა და მტერთაგან უძლეველისა ათაბაგ-ამი(რ)სპასალარისა, მორწმუნისა პატრონისა ჩუენისა ყუარყუარესი საუკუნომცა არს საჴსენებელი და კურთხევა მისი.

9. ეგრეთვე მეუღლისა მათისა, დედათა დიდებისა და სიკეთისა ძეგლისა, წმიდათა მენელსაცხებლეთა მოდასისა და სარწმუნოებისა ბეჭდისა და კეთილად მოღუაწისა, ღ˘თისმოყუარისა პატრონის დედისიმედის საუკუნოჲცა არს საჴს. და კ˘ხ.

10. და პირმშოსა ძისა მათისა, სიმჴნით ქებულისა და სიბრძნის გამომეძიებელისა და დაუცხრომელად ღ˘თის მადიდებელისა პატრონის ქაიხოსროს საუკუნოჲმცა არს საჴსენებელი და კურთხევაჲ მისი.

11. და შემდგომისა და საყუარელისა ძმისა მისისა, ღ˘თივ განბრძნობილისა, მჴნედ მჴედრ(ისა) და მრავალთა და ძლიერთა და სახელდებულთა ფალავანთა დამამჴხობელისა და ქედისა შემმუსვრელისა, საქრისტიანოს ზღუდისა, სრულ(ი)სა ჩოხოსნობისა და ანგელოზებრივისა სქემისა ღირსად მიმღებელისა პატრონისა ჩუენისა მზეჭაბუკ-ყოფილსა იაკობისი საუკუნოჲმცა არს საჴსენებელი და კურთხევაჲ მისი.

12. და ძმისწულისა მათისა, მჴნისა და ახოვანისა და ქველ-პირმეტყუჱლისა, აგარიანთა მომსრველისა, გულოვნრბით სახელგანთქმულისა, მტერთა შემაძრწუნებელისა, სარწმუნოებისა და ქრისტეს ჭეშმარიტისა სჯულისა მტკიცედ მპყრობელისა და აწ მფლობელისა ჩ˘ნისა პატრონისა ნავ ყუარყუარესი საუკუნოჲმცაჲ არს საჴსენებელი და კურთხევაჲ მისი, მრავალმცა არიან დღენი და ჟამნი ცხორებისაჲ მისისანი.

13. და მეუღლისა მათისა, ღუთივ-გჳრგჳნოსანისა მთიებისა და ცისკროვნებრ ბრწყინვალისა, სიმშჳდის მეძიებელისა და წერილთ-მოყუარულისა და ჯუართა და ხატთა პირად-პირადად მამკობელისა პატრონისა ჩ˘ნისა ანნაჲსი მრავალმცა არიან დღენი და ჟამნი ცხორებისა მისისასანი.

14. და ძეთა მათთა, სამოთხის ნერგთა, ვარდთა სურნელთა და გონიერთა, საღთოდ-სამჴედროდ აღზრდილთა პატრონის მზეჭაბუკისი და პატრონის ქაიხოსროსი მრავალმცა არიან დღენი და ჟამნი ცხორებისა მათისანი.

15. და სოილ კოპას ძისა, ტავოსა ამილახორისა და მხატვრობით კეთილად ჴელოვნისა და სიბრძნისმეტყუელისა და საღ˘თოთა წერილთა მართლიად აღმასრულებელისა და თარგმანთა განმამარტებელისა მრავალმცა არიან დღენი და ჟამნი სუფევისასა მისისანი და კუალადცა საუკუნომცა არს საჴსენებელი და კურთხევაჲ მისი.

16. ეგრეთვე მართლ-მადიდებელთა და კურთხეულთა მშობელთა მისთა რუამ-ყოფილისა რაშთაელისი და რაინდო-ყოფილისა ეკატირინესი საუკუნოჲმცა არს საჴსენებელი და კურთხევაჲ მათი.

17. და მემცხედრისა მისისა, ღუაწლ-მრავალ და მოღუაწებით წ˘თა ქალწულთა მიმსგავსებულისა, ლოცვა-მარხვით დაუშრომელსა და სრულსა მონაზონებისა და სქემოსნობისა ღირსებით სრულქმნილსა, მანგუშარ-ყოფილსა მართასი საუკუნოჲმცა არს საჴსენებელი და კურთხევაჲ მისი.

18. ძეთა და ასულთა მათთა მიცვალებულთა საუკუნოჲმცა არს საჴსენებელი და კურთხევაჲ მათი... და ცოცხალთა მრავალმცა არიან ჟამნი და დღენი ცხორებისაჲ მათისანი, ამინ.

კოპაძეთა ხელნაწერის მოსახსენებლების დაწერის დრო[edit]

ეს მოსახსენებლები შექმნილი უნდა იყოს ნავ-ყვარყვარეს ვაჟების მცირეწლოვნობაში, ანუ 1530-1535 წლებში.

პუბლიკაცია[edit]