Page:US Constitution in Georgian language.pdf/8

From Wikisource
Jump to navigation Jump to search
This page has not been proofread.

რომელიც მომავალში შეიქმნება ან რომლის შემოსავალი ამ დროის მანზილზე შეიძლება გაიზარდოს, და არც ერთ პიროვნებას არა აქვს უფლება გახდეს რომელიმე პალატის წევრი, სანამ ის ყველგან, სადაც ვრცელდება შეერთებული შტატების ხელისუფლება, იმყოფება რაიმე თანამდებობაზე.

ნაწილი 7.

ყველა კანონპროექტი, რომელიც წლიურ შემოსავალს შეეხება, უნდა შემუშავდეს წარმომადგენელთა პალატაში: მაგრამ სენატს ისევე, როგორც სხვა კანონპროექტების შემთხვევაში, შეუძლია მათში შესწორებები წარმოადგინოს და მიიღოს მონაწილეობა მათ განხილვაში.

ყოველი კანონპროექტი, მას შემდეგ რაც გაივლის წარმომადგენელთა პალატასა და სენატს, სანამ კანონი გახდებოდეს, უნდა წარედგინოს შეერთებული შტატების პრეზიდენტს, თუ ის მოიწონებს მას - ხელს მოაწერს, ხოლო თუ არ მოიწონებს დააბრუნებს თავისი მოსაზრებებითურთ იმ პალატაში, სადაც ეს კანონპროექტი შემუშავდა,11 პალატამ ეს მოსაზრებები უნდა შეიტანოს თავის ოქმში და მოიწვიოს სხდომა ხელმეორედ მის განსახილველად. თუ ხელმეორედ განხილვის შემდეგ მოცემული პალატის წევრთა ორი მესამედი დათანხმდება კანონპროექტის დამტკიცებას, ის, პრეზიდენტის მოსაზრებებთან ერთად, გადაეგზავნება მეორე პალატას, სადაც ის ასევე ხელმეორედ განიხილება და თუ ამ პალატის წევრთა ორი მესამედიც მოიწონებს მას, ის დაკანონდება, ოღონდ ყველა ასეთ შემთხვევაში ზუსტად უნდა დაფიქსირდეს ორივე პალატის წევრთა ”ჰო” და ”არა” და მათი სახელები, იმის მითითებით, დაუჭირეს მათ მხარი კანონპროექტს თუ არა, უნდა შეტანილ იქნას შესაბამისი პალატის ოქმში. თუკი რომელიმე კანონპროექტი არ იქნება დაბრუნებული პრეზიდენტის მიერ ათი დღის განმავლობაში (კვირადღეების გამოკლებით), მას შემდეგ, რაც ის მას წარედგინება, კანონპროექტი ასევე დაკანონდება, ისევე როგორც იმ შემთხვევაში, თუ ის ხელს მოაწერდა მას, ხოლო თუ კონგრესმა სხდომების გადატანით ხელი შეუშალა კანონპროექტის დაბრუნებას, ასეთ შემთხვევაში ის არ დაკანონდება.

ყოველი ბრძანებულება, რეზოლუცია ან გადაწყვეტილება, რომელსაც სენატის ან წარმომადგენელთა პალატის თანხმობა ესაჭიროება (სხდომის გადატანის საკითხის გამოკლებით), უნდა წარედგინოს შეერთებული შტატების პრეზიდენტს; და სანამ ისინი ძალაში შევიდოდნენ, უნდა მოწონებულ იქნას მის მიერ, ხოლო თუ არ იქნა მოწონებული, მაშინ ისინი კვლავ უნდა დამტკიცდეს სენატისა და წარმომადგენელთა პალატის წევრთა ორი მესამედის მიერ, იმავე წესებისა და შეზღუდვების მიხედვით, რომლებიც კანონპროექტის შემთხვევაშია გათვალისწინებული.

ნაწილი 8.

კონგრესი უფლებამოსილია:

დააწესოს და აკრიფოს გადასახადები,ბაჟი, აქციზები, რათა მათი საშუალებით გადაიხადოს ვალები და იზრუნოს შეერთებული შტატების სახელმწიფო თავდაცვისა და საყოველთაო კეთილდღეობისათვის, ამასთან ყველა ეს გადასახადი, ბაჟი და აქციზი შეერთებულ შტატებში ერთნაირი უნდა იყოს;

აიღოს შეერთებული შტატების სახელით სესხი;

არეგულიროს სავაჭრო ურთიერთობები უცხო ქვეყნებთან და ცალკეულ შტატებს შორის, აგრეთვე ინდიელთა ტომებთან;

დაადგინოს შეერთებული შტატების ფარგლებში ნატურალიზაციის ერთნაირი წესი და ერთნაირი კანონები გაკოტრების შესახებ;