Page:US Constitution in Georgian language.pdf/31

From Wikisource
Jump to navigation Jump to search
This page has not been proofread.

26.მსუბუქი დანაშაული (ინგ. misdemeanor) - დანაშაული რომლის ჩადენისთვისაც კანონი ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ერთ წლამდე ვადით.

27. წინადადება: ”...მოს ამართლეები თანამდებობებზე დარჩებიან მანამ, სანამ ისინი თავის მოვალეობას კეთილსინდისიერად შეასრულებენ...” (ორიგინალში during good behaviour) - ნიშნავს, რომ ისინი უვადოდ არიან დანიშნულნი ფაქტიურად სიცოცხლის ბოლომდე, თუ რა თქმა უნდა, ჯანმრთელობა შეუწყობს მათ ხელს, ხოლო თუ ისინი თავის მოვალეობას ”არაკეთილსინდისიერად” შეასრულებენ, მაშინ მათ წინააღმდეგ ამუშავდება იმპიჩმენტის მექანიზმი. უზენაესი სასამართლო შედგება ცხრა წევრისაგან - მისი თავმჯდომარისა და რვა ასოცირებული წევრისაგან. მათ ნიშნავს პრეზიდენტი, სენატთან შეთანხმებით. საინტერესოა, თუ რატომ ინიშნებიან და არა ირჩევიან, მოსამართლეები. ერთი შეხედვით ეს უკიდურესად არადემოკრატიულად მოჩანს, მაგრამ კონსტიტუციის ავტორებს ამასთან დაკავშირებით პრინციპული და საკმაოდ არგუმენტირებული მოსაზრებები ჰქონდათ: ინიშნებიან იმიტომ, რომ ამით ისინი თავისუფლდებიან ყოველგვარი საარჩევნო კამპანიებისაგან, რომელიმე პარტიისადმი ერთგულებისგან და, მაშასადამე საერთოდ - პოლიტიკისაგან.

28. ნაფიცი მსაჯულები - ჩვეულებრივ 12 ან 23 კაცი, რომელთაც გარკვეული ვადით ირჩევს მოსახლეობა, რომლებიც დამოუკიდებელნი არიან მოსამართლისაგან თავიანთ გადაწყვეტილებაში - ცნონ ან არ ცნონ დამნაშავედ ესა თუ ის ბრალდებული.

29. ორიგინალში corruption of blood - შეხედულება, რომლის თანახმად დამნაშავის ”ცუდი სისხლი” ჩქეფს მისი ოჯახისა და შთამომავლობის ძარღვებში, ანუ ამ შეხედულების თანახმად, დამნაშავედ უნდა ჩაითვალოს კონკრეტული დამნაშავის მთელი საგვარეულო. სწორედ ამას კრძალავს კონსტიტუცია მოცემული მუხლით, რითაც იცავს დამნაშავის ოჯახს პასუხისმგებლობისაგან.

30. გამონაკლისს, ამ შემთხვევაში, წარმოადგენს ხმის მიცემის უფლება, საამისოდ აუცილებელია, რომ ესა თუ ის პირი გახდეს მოცემული შტატის მოქალაქე, რასაც თავის მხრივ, გარკვეული რეგლამენტაცია ესაჭიროება.

31. იგულისხმებიან მონები.

32. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ რომელიმე შტატის კონსტიტუცია ან კანონი ეწინააღმდეგება შეერთებული შტატების კონსტიტუციას, კანონებს და მის მიერ დადებულ ხელშეკრულებებს, ისინი არ შეიძლება ცხოვრებაში დამკვიდრდნენ. უზენაესი კანონის პრინციპებიდან გამომდინარე, იქნება კანონთა შემდეგი იერარქიული სისტემა:

  1. შეერთებული შტატების კონსტიტუცია
  2. შეერთებული შტატების კანონები და მის მიერ დადებული ხელშეკულებები
  3. ცალკეული შტატების კონსტიტუციები
  4. ცალკეული შტატების კანონები.

33. მეცხრე შტატის მიერ კონსტიტუციის რატიფიცირება მოხდა 1788 წ. 21 ივნისს, თუმცა საბოლოოდ იგი ძალაში შევიდა 1789 წ. 4 მარტს.

34. კონსტიტუციის პირველი ათი შესწორება ცნობილია უფლებათა ბილის სახელწოდებით. უფლებათა ბილი იმიტომ დაემატა კონსტიტუციას, რომ მის გარეშე ბევრი შტატი უარს აცხადებდა კონსტიტუციის რატიფიცირებაზე.

35. იგულისხმება რომელიმე რელიგიის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება.