Page:US Constitution in Georgian language.pdf/3

From Wikisource
Jump to navigation Jump to search
This page has not been proofread.

==წინასიტყვაობა ქართული გამოცემისთვის==

შეერთებული შტატების კონსტიტუცია ერთ-ერთი უდიდესი დოკუმენტთაგანია დემოკრატიისა და თავისუფლების ჩვენეული გამოცდილებისა.

თუმცა იგი არ არის სრულყოფილი დოკუმენტი, რის გამოც მრავალგზის იქნა შესწორებული. შესწორებათგან ყველაზე მნიშვნელოვანია უფლებათა ბილი, რომელიც მალევე მოჰყვა კონსტიტუციის მიღებას. კონსტიტუცია ცოცხალი დოკუმენტია, ამიტომაც, დარწმუნებული ვარ, რომ ის კვლავაც არაერთგზის შეიცვლება.

ჩვენი კონსტიტუცია ყველა ხალხისთვის იდეალური ვერ იქნება. მმართველობის ჩვენებურ სისტემას: პრეზიდენტი - კონგრესი - სასამართლო, ზოგიერთმა შესაძლოა საპარლამენტო სისტემა არჩიოს, მაგრამ ჩვენი კონსტიტუცია ხელისუფლების დაყოფისა და შეზღუდვისაკენ ამერიკელთა სწრაფვის ნათელი მაგალითია. ჩვენ ახლაც ვცდილობთ პრეზიდენტისა და აღმასრულებელი განშტოების ძალაუფლების შეზღუდვას; კონგრესის ძალაუფლების დაცვას; მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის უზრუნველყოფას; შეიარაღებაზე სამოქალაქო კონტროლის დაწესებას; გამოძიების ფედერალური ბიუროსა და ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს საქმიანობის კონტროლირებას; ბიზნესის სიმძლავრესა და თავისუფლებაზე ზრუნვას, ისე რომ ყურადღება არ მოვაკლოთ გარემოს დაცვას.

სასიხარულოა, რომ ჩვენი კონსტიტუციის ეს თარგმანი გააცნობს თავისუფალი და დემოკრატიული საქართველოს კონსტიტუციის შემოქმედთ, თუ როგორ ვანხორციელებთ ამ და სხვა მიზნებს შეერთებულ შტატებში და დაეხმარება მათ ანალოგიური ამოცანების გადაჭრაში.

სენატორი ალან კრენსტონი

აშშ სენატორი კალიფორნიიდან
თბილისი საქართველო
1992 წლის 23 აპრილი