Page:US Constitution in Georgian language.pdf/26

From Wikisource
Jump to navigation Jump to search
This page has not been proofread.

როგორც ეს კონსტიტუციით არის გათვალისწინებული, რისი გაკეთებაც მათ შეუძლიათ შვიდი წლის განმავლობაში იმ დღიდან, როდესაც კონგრესი წარუდგენს მას განსახილველად შტატებს.

(რატიფიცირებულია 1933 წლის დეკემბერში)

XXII შესწორება

ნაწილი 1.

არავინ შეიძლება იყოს არჩეული პრეზიდენტის თანამდებობაზე ორზე მეტჯერ, და არვინ შეიძლება იყოს არჩეული პრეზიდენტის თანამდებობაზე ერთზე მეტჯერ, ვისაც ორ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ეკავა პრეზიდენტის თანამდებობა, ან ასრულებდა პრეზიდენტის მოვალეობას სხვა პრეზიდენტად არჩეული პიროვნების უფლებამოსილების ვადის ფარგლებში, მაგრამ ეს მუხლი არ შეეხება რომელიმე პიროვნებას, რომელსაც პრეზიდენტის თანამდებობა უკავია კონგრესის მიერ მისი წარდგინების დროს და იმ დროის განმავლობაში, სანამ ეს მუხლი ძალაში შევიდოდეს, ის ხელს არ შეუშლის რომელიმე პიროვნებას, რომელსაც შეუძლია დაიკავოს პრეზიდენტის თანამდებობა, ან შეასრულოს პრეზიდენტის მოვალეობა ვადის გასრულებამდე დარჩენილი დროის განმავლობაში.

ნაწილი 2.

ეს მუხლი ძალაში არ შევა მანამდე, ვიდრე ის არ იქნება რატიფიცირებული ცალკეული შტატების საკანონმდებლო ხელისუფლების მიერ, სამი მეოთხედის უმრავლესობით, როგორც კონსტიტუციის შესწორება, რისი გაკეთებაც მათ შეუძლიათ შვიდი წლის განმავლობაში იმ დღიდან, როდესაც კონგრესი წარუდგენს მას განსახილველად შტატებს.

(რატიფიცირებულია 1951 წლის თებერვალში)

XXIII შესწორება

ნაწილი 1.

ოლქმა, რომელიც წარმოადგენს შეერთებული შტატების მთავრობის ადგილსამყოფელს, იმ წესით, რომელსაც კონგრესი მიუთითებს, უნდა დანიშნოს: პრეზიდენტისა და ვიცე პრეზიდენტის ამომრჩევლები, რომელთა რაოდენობა უნდა უდრიდეს კონგრესში სენატორთა და წარმომადგენელთა საერთო რაოდენობას, რომლის ყოლის უფლება ექნებოდა ოლქს ის რომ შტატი ყოფილიყო, მაგრამ არცერთ შემთხვევაში ეს რიცხვი არ უნდა აღემატებოდეს იმ რაოდენობას, რომლითაც იქნება წარმოდგენილი მოსახლეობით ყველაზე მცირერიცხოვანი შტატი; ისინი დაემატებიან დანარჩენ ამომრჩევლებს, რომლებსაც შტატები დანიშნავენ, მაგრამ ისინიც, პრეზიდენტისა და ვიცე პრეზიდენტის არჩევნებთან დაკავშირებით, ასევე უნდა განიხილებოდნენ როგორც შტატის მიერ დანიშნული ამომრჩევლები; ხოლო ისინი უნდა შეიკრიბონ თავიანთ ოლქში და შეასრულონ თავიანთი მოვალეობა ისევე, როგორც ამას შესწორებათა მეთორმეტე მუხლი ითვალისწინებს.

ნაწილი 2.

კონგრესი უფლებამოსილია სათანადო კანონმდებლობით ცხოვრებაში გაატაროს ეს მუხლი.

(რატიფიცირებულია 1961 წლის მარტში)

XXIV შესწორება

ნაწილი 1.

არ შეიძლება შეერთებული შტატების მოქალაქეს, შეერთებული შტატების ან რომელიმე შტატის ხელისუფლების მიერ, უარი ეთქვას ან შეეზღუდოს ხმის მიცემის უფლება, რომელიმე პირველად ან სხვა სახის არჩევნებში, - იქნება ეს პრეზიდენტისა და ვიცე-პრეზიდენტის, პრეზიდენტისა და ვიცე-პრეზიდენტის