Page:US Constitution in Georgian language.pdf/16

From Wikisource
Jump to navigation Jump to search
This page has not been proofread.

მუხლი VI

შეერთებული შტატების ყველა სახელმწიფო ვალი და მასზე დაკისრებული მოვალეობა, რომელიც არსებობს ამ კონსტიტუციის მიღების წინ, ისევე ძალაში იქნება ამ კონსტიტუციის მოქმედების დროს, როგორც ეს იყო კონფედერაციის პერიოდში.

ეს კონსტიტუცია, აგრეთვე შეერთებული შტატების კანონები, რომლებიც მომავალში შეიქმნება და მას მოსდევს; აგრეთვე ყველა ხელშეკრულება, რომელიც უკვე დაიდო, ან მომავალში დაიდება შეერთებული შტატების ხელისუფლების მიერ, არის ქვეყნის უზენაესი კანონი;32 და მოსამართლეები ყველა შტატში მას უნდა დაემორჩილნონ, იმ შემთხვევაშიც, თუკი იქნება წინააღმდეგობა ამ კონსტიტუციასა და რომელიმე შტატის კანონმდებლობას შორის.

ზემოთ ნახსენებმა სენატორებმა და წარმომადგენლებმა, აგრეთვე ცალკეული შტატების საკანონმდებლო დაწესებულებების წევრებმა, როგორც შეერთებული შტატების, ისე ცალკეული შტატების აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების ყველა თანამდებობის პირმა უნდა დადოს ფიცი ან საზეიმო დაპირება, რომ დაიცავს ამ კონსტიტუციას; ოღონდ არცერთი რელიგიისადმი ერთგულება არ შეიძლება ოდესმე იყოს განხილული როგორც პირობა შეერთებულ შტატებში რაიმე თანამდებობის დაკავებისათვის.

მუხლი VII

ამ კონსტიტუციის დასაფუძნებლად საკმარისია ის რატიფიცირებულ იქნას ცხრა შტატის კონვენტის მიერ,33 რის შედეგაც იგი ძალაში შევა იმ შტატებისთვის, რომლებიც ამ წესის შესაბამისად დაამტკიცებენ მას.

მიღებულ იქნა კონვენტზე, დამსწრე შტატების ერთსულოვანი მხარდაჭერით, ჩვიდმეტ სექტემბერს, უფლისა ჩვენისა დაბადებიდან ათას შვიდას ოთხმოცდამეშვიდე და ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის მეთორმეტე წელს, რასაც ჩვენ ქვემოთ ხელისმოწერით ვადასტურებთ.

ჯორჯ ვაშინგტონი, პრეზიდენტი და დეპუტატი ვირჯინიის შტატიდან.

ნიუ - ჰემპშირი: ჯონ ლენგდონი, ნიკოლას გილმენი