Page:US Constitution in Georgian language.pdf/14

From Wikisource
Jump to navigation Jump to search
This page has not been proofread.

სხვა შტატის მოქალაქეებს შორის; - ერთი და იგივე შტატის მოქალაქეებს შორის, რომლებიც სხვა შტატის მიერ ნაბოძებ მიწაზე აცხადებენ პრეტენზიას, და {ერთის მხრივ შტატსა, ან მის მოქალაქესა და მეორეს მხრივ უცხო სახელმწიფოს, მის მოქალაქეს ან ქვეშევრდომს შორის} [შეიცვალა მეთერთმეტე შესწორებით]

ყველა იმ შემთხვევაში, როცა საქმე ეხება ელჩების, სხვა სრულუფლებიანი წარმომადგენლებისა და კონსულების მოქმედებას, აგრეთვე იმ შემთხვევაში, როდესაც რომელიმე შტატი მოდავე მხარეა, უზენაეს სასამართლოს აქვს პირველი ინსტანციის უფლება, ყველა სხვა ზემოთ აღნიშნულ შემთხვევაში უზენაეს სასამართლოს აქვს სააპელაციო იურისდიქცია, როგორც კანონებთან, ისე ფაქტებთან დაკავშირებით, იმ შემთხვევების გამოკლებით და იმ წესების შესაბამისად, რომლებსაც კონგრესი დაადგენს.

ყველა სახის დანაშაული იმპიჩმენტის გამოკლებით, უნდა განიხილოს ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ,28 ამასთან პროცესი უნდა შედგეს იმ შტატში, სადაც ჩადენილ იქნება ამგვარი დანაშაული; ხოლო თუკი დანაშაული არ იქნება ჩადენილი რომელიმე შტატის ფარგლებში, პროცესი გაიმართება იმ ადგილზე, ან ადგილებზე, რომელიც კონგრესს შეუძლია კანონით მიუთითოს.

ნაწილი 3.

შეერთებული შტატების ღალატად უნდა ჩაითვალოს მხოლოდ მის წინააღმდეგ ომის გაჩაღება, ან მის მტრებთან თანამშრომლობა, მათთვის დახმარების გაწევა და ხელშეწყობა. არავინ შეიძლება იყოს დადანაშაულებული სახელმწიფოს ღალატში, თუ არ არსებობს ორი თვითმხილველის ჩვენება ამგვარ საქციელზე, ან ადგილი არა აქვს დანაშაულის აღიარებას ღია სასამართლო პროცესზე.

კონგრესი უფლებამოსილია განსაზღვროს სასჯელის ზომა სახელმწიფო ღალატისათვის, მაგრამ განაჩენს არ უნდა მოჰყვეს მსჯავრდებულის ნათესავების დევნა29 და ქონების კონფისკაცია მისი სიკვდილის შემდეგ, ეს შესაძლებელია მხოლოდ მის სიცოცხლეში.

მუხლი IV

ნაწილი 1.

თითოეულ შტატში სრული ნდობა და პატივისცემა უნდა მიაგონ ყოველი სხვა შტატის ოფიციალურ აქტებს, დოკუმენტებსა და სასამართლოს დადგენილებებს, ხოლო კონგრესს შეუძლია ზოგადი კანონებით დაადგინოს წესი, რომლის თანახმად უნდა მოხდეს ამ აქტების, დოკუმენტებისა და დადგენილებების ნამდვილობის დადასტურება და მათთვის იურიდიული ძალის მინიჭება.

ნაწილი 2.

ყოველი შტატის მოქალაქეს უნდა ჰქონდეს ყველა პრივილეგია და ხელშეუხებლობა, რომლებიც სხვა შტატების მოქალაქეებს გააჩნიათ.30 პირი, რომელსაც რომელიმე შტატში ბრალად ედება ღალატი, ბოროტმოქმედება ან სხვა სახის მძიმე დანაშაული და ის გაექცევა მართლმსაჯულებას და ნაპოვნი იქნება სხვა შტატში, იმ შტატის აღმასრულებელი ხელისუფალის მოთხოვნით, საიდანაც ის გაიქცა, უნდა ჩაბარდეს და გადაეცეს იმ შტატს, რომლის იურისდიქციაც ვრცელდება ამ დანაშაულზე.