ქ. ნებითა და შეწევნითა ღვთისათა ესე უკუნისამდე საბოლოდ გასათავებელი წყალობის წიგნი და სიგელი დაგიწერეთ და გიბოძეთ ჩვენ, ღვთივ ზეცით კურთხევით გვირგვინოსანმან, იესიან-დავითიან-სოლომონიან-პანკრატოვანმა, პატრონმა მეფეთ-მეფემან სოლომონ და თანამემცხედრემან ჩვენმა დედოფალთ-დედოფალმა, წულუკიძის ასულმა გულქან, ძემან ჩვენმა, ბატონიშვილმა ბატონმა ალექსანდრემ შენ, ჩვენს ერდგულს და ნამსახურს აგიაშვილს ქეშიკთუხუცეს ქაიხოსროს და შენ შვილებს: ივანეს, ანტონის, დავითს, სვიმონს, გიორგის.
ასე რომე გიბოძეთ ქუცურიას მამის შენის წყალობა, ჯვარისას მამულ-ალაგი, ყოლოდა ლაფერაძე, ისევ შენ გიბოძეთ თავისის მამულ-ალაგით, საძებრით და უძებრით ... შენი გლეხები და ჯავახიშვილის სეული მერაბიკა ყიფიანს ყავდა გაუშინჯავათ ... დ ჩვენ მიგვეცა. შენ და მერაბიკამ იჩივლეთ, შეუხვედით სამართალში და შენ გიბოძეთ გურნას გამთენაძე თამაზიკა და დათუნიკა, გოგიტელა გაბადაძე ჯავახიშვილისსეული ესენი თავისის საძებრით და უძებრით გვიბოძებია. გყავდეს და გიბედნიეროს ღმერთმან ჩვენს ერდგულობაში ყოველის კაცის უცილებლად.
აწ ვინცა და რამანცა კაცმა ეს ჩვენი წყალობა მოგიშალოს, მასამცა რისხავს მამა ღმერთი, ძე ღმერთი, სული წმინდა ღმერთი. ყოველნი მისი წმინდანი ზეცისანი და ქვეყანისანი, ხორციელნი და უხორცონი.
კაცთაგან მოწამე წულუკიძე ბერი, წერეთელი პაპუნა, წულუკიძე გიორგი, წერეთელი ზურაბ, ლორთქიფანიძე ტეტუა. მე მდივანბეგს დავითს დამიწერია. მოწამეცა ვარ. დაიწერა ქორონიკონს ჩ ღ ო, ივლისის ი ვ.
დამტკიცებულია ოთხკუთხა, დიდი ზომის, მურის ბეჭდით. წარწერა ბეჭედზე გარშემო: „კეთილ ძირთაგან რტოანი, მეფე ვარ ბაგრატოანი“ - მხედრულით. ცენტრში ჩაწერილია - „სოლომონ“ - ასომთავრულით;
მინაწერი: „დიდი მეფე სოლომონის წყალობის წიგნი არის ჯვარისასა და გლეხებისა“ - მიწერილი აქვს ი - ინიციალი.