Jump to content

1658-1676 წწ. - ლუარსაბ ბატონიშვილის წერილი გიორგი ბატონიშვილს

From Wikisource




ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის აღწერილობა

[edit]

ხელნაწერთა ინსტიტუტი. Sd-1916.

საბუთის შინაარსი

[edit]

ლუარსაბ მირზა წერილს სწერს გიორგი ბატონიშვილს. ლუარსაბი დასჯილა რაღაც დანაშაულის გამო, აღიარებს თავის ბრალს: "რაც რომ მოხდა... კახის ბატონის საქმე, სულ ყველა ჩემი ბრალიაო". შვიდი თვე იმყოფებოდა კავთისხევში. თავისი სახლიდან, როგორც ჩანს, გაძევებული იყო. ორბელის პირითაც შეუთვლია მეფისათვის თავისი თხოვნა. სურს სახლის დაბრუნება: "ჩვენი სახლი ჩვენ გვიბოძეთო".

გიორგი ქვარიანს დავალებული ჰქონდა მეფე შაჰნავაზისაგან დღეში სამჯერ დაეფიცებინა ლუარსაბ-მირზა მისი დანაშაულის დასადგენად.

დანარჩენ ამბებს დათუნა მუსხელაშვილი მოგახსენებსო.

პუბლიკაცია

[edit]

"პირთა ანოტირებული ლექსიკონი" - XI-XVII სს. ქართული ისტორიული საბუთების მიხედვით - ტომი I - გამოსაცემად მოამზადეს: დ. კლდიაშვილმა, მ. სურგულაძემ, ე. ცაგარეიშვილმა, გ. ჯანდიერმა - თბილისი 1991 - გვ.333