1650 წ. - გარდაწყვეტილობის წიგნი როსტომ მეფისა თაზიშვილების მამულის საქმეზე

From Wikisource
Jump to navigation Jump to search




ქართული სიგელ-გუჯრები







საბუთის დაცულობა[edit]

დედანი:

პირი:

საბუთის შინაარსი[edit]


საბუთის ტექსტი: ქართული სამართლის ძეგლები - ტომი IV - N 32


ნებითა და შეწევნითა ღმრთისათა ჩუენ, მეფეთ-მეფემან, ხელმწიფემან პატრონმან როსტომ და თანამეცხედრემან ჩუენმან დედოფალთ-დედოფალმან პატრონმან მარიამ, პირმშომან და სასურველმან ძემან ჩუენმან პატრონმან ლუარსაბ ესე საბოლოოდ გასათავებელი წყალობის წიგნი და ნიშანი შეგიწყალეთ და გიბოძეთ თქუენ, ჩუენთა ერთგულთა და ნამსახურთა ყმათა თაზიშვილს ზაალს, პაატას, გივის, ბეჟანს, ელიზბარს, ლევანს და მომავალთა სახლისა თქვენისათა ყოველთავე.

მას ჟამსა ოდეს სარდარი ციციშვილი პაპუნა ცუდ-უბრალოდ თქუენს მთასა შემოგეცილა, მოგვიდეგით კარსა და თქვენი სიმართლე გაგვასინჯვინეთ.

მოკითხული გიყავით და არას დროს და ჟამს არა ციციშვილი არ გცილებოდა და თქუენი მკუიდრი და მოუდევარი მამული იყო. ამ წესითა და საქმით ასრე დაგიმკუიდრეთ, რომე ვერც ციციშვილი და ვერც ელიოზიძე-გედავანიშვილი შემოგეცილოს. ვინც ამ თქუენს მკუიდრს მამულს მოგედავება, ჩუენდა შეცოდებათ მოვჰკითხავთ.

აწე გიბძანებთ კარისა ჩვენისა ვექილ-ვეზირნო და სხუანო მოსაქმენო, თქუენცა ასრე დაუმტკიცეთ და ნურაოდეს ნუ მოუშლით და შეეცილებით.

დაიწერა ბძანება ესე ქორონიკონს ტლჱ (1650).

როსტომ. მარიამ. ლუარსაბ. კათალიკოზი.

პუბლიკაცია[edit]