1648 წ. 10.01. - სიგელი როსტომ მეფისა ღალატში გარეულ ზურაბ სააკაძისათვის საცოლის წართმევის შესახებ

From Wikisource
Jump to navigation Jump to search




ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის აღწერილობა[edit]

ხელნაწერთა ინსტიტუტი. Hd-14419. დედანი. ქაღალდი. 33.5x20,2 სმ. მხედრული. ყოველი სიტყვის შემდეგ ორი ან სამი წერტილი.

საბუთის შინაარსი[edit]

სიგელი გასცეს: "ღმრთივ გუირგუინოსანმან მეფეთ-მეფემან ხელმწიფემან პატრონმან როსტომ და თანამეცხედრემან ჩუენმან დედოფალთ-დედოფალმან პატრონმან მარიამ, პირმშომან და სასურველმან ძემან ჩუენმან პატრონმან ვახტანგ."

სიგელი მიეცა: ბარათაშუილს ყლიჯყორჩს, პაპუნასა, ქაიხოსროს და თქუენთა შუილთა.

საბუთის რაობა: "მას ჟამსა ოდეს თქუენი და სააკაძის ზურაბისათუის ნახსენები იყო და საყეენოდ ჩამოვიყუანეთ; ამისთუის, რომე ჩვენზედ მრავალი ავი საქმე მოინდომეს და ღალატში გაერივნეს, საყეენოდ სხუა ძმა გამოვართუით; და ვითაც ჩვენის ორგულისა და ღალატში გარეულის სააკაძის ნახსენები იყო, იმას წავართუით და ჩუენგან გაზდილს მაჩაბელს ქუაბულს შევრთევით ამ საქმითა, რომე: დღეს და დღეის უკან სააკაძის ნათესავთა და სახლის კაცთა ხელი აღარა ჰქონდეს."

თარიღი: "დაიწერა ბძანება და ნიშანი ქორონიკონსა ტლვ (1648 წ.), ღუინობისთუის ა."

ხელრთვა: როსტომ

პუბლიკაცია[edit]

"ქართული სამართლის ძეგლები" - ტომი IV - სასამართლო განჩინებანი (XVI-XVIII სს.) - ტექსტები გამოსცა, შენიშვნები და საძიებლები დაურთო პროფ. ი. დოლიძემ - თბილისი 1972 – № 31