1648 წ. 05.22. - განჩინება ტოტუაშვილებისა და აჯაბნუშას შვილების მამულის საქმეზე

From Wikisource
Jump to navigation Jump to search




ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის აღწერილობა[edit]

ხელნაწერთა ინსტიტუტი. Qd-503. დედანი. ქაღალდი. 49x21,5 სმ. მხედრული. ყოველი სიტყვის შემდეგ სამწერტილი.

საბუთის შინაარსი[edit]

დედოფალთ-დედოფალი პატრონი მარიამ.

მოსამართლეები: სახლისუხუცესი ბატონი ყაფლანი,სუფრაჯი ბატონი ავთანდილი, მდივანი [მარტიროზიშვილი] ავთანდილი, ქალაქის მელიქი ენალ, მამასახლისი ასლამაზ და სხვები.

მოდავეები: ტოტუაშვილი მახარობლის შვილი ბასილი, მისი ძმა გარსევან და იოვანე (ერთის მხრივ), აჯაბნუშას შვილები ყულია და მისი ძმები.

დავის საგანი: სახლის და მარნის ადგილი დარჩათ ტოტუაშვილებს.

დაიწერა ქორონიკონს ტლვ, 22 მაისს დედოფლის მდივან მარტიროზიშვილი შალვას ხელით.

პუბლიკაცია[edit]

"ქართული სამართლის ძეგლები" - ტომი IV - სასამართლო განჩინებანი (XVI-XVIII სს.) - ტექსტები გამოსცა, შენიშვნები და საძიებლები დაურთო პროფ. ი. დოლიძემ - თბილისი 1972 – № 30