1640 წ. 06.21. - განჩინება როსტომ მეფისა მანუჩარ და პაპუნა ციციშვილების სასისხლო საქმეზე

From Wikisource
Jump to navigation Jump to search
1799. ირაკლი II-ის სითარხნის წიგნი ტფილისის წმ. ევსტატის ყმებისადმი.jpg
1730. თელეთელ გიორგი არუთინაშვილის ვენახის ნასყიდობის წიგნი.jpg




ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის აღწერილობა[edit]

ხელნაწერთა ინსტიტუტი. Ad-1030. დედანი. დაზიანებული. თავი აკლია. ქაღალდის გრაგნილი. 187x22,8 სმ. მხედრული. ყოველი სიტყვის შემდეგ ორი ან სამწერტილი.

საბუთის შინაარსი[edit]

"ქ. ნებითა და შეწევნითა ღმრთისათა დავსხედით ჩუენ, მეფეთ-მეფე პატრონი როსტომ, ქართლის კათალიკოზი პატრონი ქრისტეფორე, ერთობილნი ბჭენი და მოსამართლენი, კარის ჩუენის მდივანი თუმანიშვილი ბირთუელი და სალაროს მუშრიბი ფირალი - ციციშვილის სახლთხუცის პატრონის მანუჩარისა და მისი განაყოფის პაპუნას საქმის გასარჩევათ.

ერთმანერთის სისხლსა და სიკუდილს უდებდნენ. სარჩელი და საჩივარი ორთავესი გავიგონეთ.

და უცხო ფერის მრავალი უპატიური და ავი საქმე დამართებოდათ ერთმანერთისაგან, მას ჟამსა ოდეს ბედნიერი ყეენი შაჰაბაზ ქართლს მობძანდა, მეფე პატრონი ლუარსაბ თან წაიტანა და ქართუელნი უპატრონოდ დარჩენ; და ამასობაში ერთმანერთს გარდაჰკიდებოდენ და მრავალი საქმე და უპატიურობა იჩივლეს.

და რომელიც ჩასარონინებელი იყო ერთმანერთს შეუფარდეთ და ჩავარონინეთ. და რომელსაც ფიცი და სამართალი დაედებოდა, იმას მისი სამართალი და საქმე გაუჩინეთ.

1. აწე პაპუნა და ხოხონა ამასა ჩიოდეს, რომე: სამწევრისს ბებიაჩემი ერთს სახლში იდგაო და ბაადურ ცეცხლი შეაყრევინა და კიდეც გამოათრევინაო, რასთუის შენ კიდევ აქ შენობას ეკიდებიო.

სახლისუხუცესმან მანუჩარ, ბაადურ და ყაიამან ასრე უპასუხეს: აშოროს ღმერთმანო, ჩვენ ეგ არ გვიკადრებიაო...

2. სახლისუხუცესი მანუჩარ,ბაადურ და ყაია ამასა ჩიოდეს, რომე: ქაიხოსრომ მცხეთას ზედათი ლაშქარი შეიყარაო და ლეთეთს მოგვიხდა, თავს დასხმა გაგვიბედესო, შევიტყევით, გარდავეხუეწენით და ამით მოურჩითო.

პაპუნამ და ხოხონამ ამისი აშორო უთხრეს...

3. კიდევე პაპუნა და ხოხონა ამასა ჩიოდეს, რომე: ნიჩბისს ვიყუვენით სამნივ ძმანი, ბებერა ჩუენი და დედა თან გუიახლნეს ბაადურ თავს დაგუესხაო და ძლივ მოურჩითო.

სახლისუხუცესმან აშორო უპასუხა...

4. კიდევ სახლისუხუცესი, ბაადურ და ყაია ამასა ჩიოდეს, რომე: გარდახუეწილნი და დაბალთულნი ბარათასას ვიყუვენით, ორი მოღალატე კაცი შემოგვიყენესო, თოფის წამალი და ნავთი შემოგვაპარესო შემოსაყრელად და ჩუენთუის ამოსაწყუეტლადო. ჩუენ შევიტყევით, ერთი კაცი დავიჭირეთ და მეორე გარდაგვეხუეწაო. თუ არ შეგვეტყო, ხელიერით პირობით დამწუარნი ვიქნებოდითო.

პაპუნამ და ხოხონამ ამისი აშორო თქუეს...

5. კიდევე პაპუნა და ხოხონა ამასა ჩიოდეს, რომე: ბაადურ ლაშქარი შეიყარა და თავს დასხმა გაგვიბედაო, ჯაშუშად დივანაშვილი ნაზარა გამოეგზავნა და მამა ჩემმან ქაიხოსრო შეიტყო და ხელით დაიჭირაო, თორემ სულ დაბოღებულნი და ამოწყუეტილნი ვიქნებოდითო.

სახლისუხუცესმან მანუჩარ, ბაადურ და ყაიამან ამისი აშორო თქუეს...

6. კიდევე სახლისუხუცესი მანუჩარ, ბაადურ და ყაია ამასა ჩიოდეს, რომე: ჩუენს მემკუიდრეს ბატონს მიზდევდით, ქაიხოსრომ მისი მოყუარე მიწობლიძე და მისი საძმო შეიყარაო. და ჩუენ მაცნე კაცი მოგვივიდაო, ჩუენ გარდავეხუეწენით და ნასადგომარს დაესხნესო, ჩუენ ამოწყუეტასა და სიკუდილს მოურჩითო. და თუ რამ საქონელი გვიახლა, ყუელა ხელთ დარჩა და აიფორიაქესო.

ამისი პაპუნამ და ხოხონამ აშორო თქუეს...

7. კიდევე პაპუნა და ხოხონა ამასა ჩიოდეს, როდესაც მამა–ბიძანი დაგვიხოცესო, იმას არ დამაჯერესო და წავკისს თავს ლაშქარი დამასხესო. დედა ჩუენი თუეში იდგაო და ჩუენ სამნივ ძმანი თან ვიახელითო. და თუ ქალაქს არ ჩავასწრებოდით, ამოწყუეტილნი და დაბოლოებულნი ვიქნებოდითო.

სახლისუხუცესმან ამისი აშორო თქუა...

8. კიდევე სახლისუხუცესი, ბაადურ და ყაია ამასა ჩიოდეს, რომე: შავარდნებისათვინ ვიყუენითო და პაპუამან მის ყმას კოკოლაშვილს ჩუენი მოღალატეობა და სიკუდილი ჰპატიჯაო. და ეს საქმე იმავ კოკოლაშვილმან გაამჟღავნა და ჩუენთან მოვიდაო. და თუ არ გაემჟღავნებინა მკუდარნი ვიქნებოდითო.

პაპუნამ ამისი აშორო უპასუხა...

9. კიდევე პაპუნა და ხოხონა ამასა ჩიოდეს, რომე: ბებია ჩუენი და ხოხონა სამწევრისს იყუნესო, თავს დასხმოდესო. ბებია ჩუენი გამოეთრიათ და ხოხონა თორნეში დაუმალავთ და ამ საქმით მორჩომოდათო.

სახლისუხუცესმან ამისი აშორო უპასუხეს...

10. კიდევე სახლისუხუცესი მანუჩარ, ბაადურ და ყაია ამასა ჩიოდეს, რომე: ჩუენის ძმის ბაადურის ღალატის საქმით ჩემს რძალს – ზაზას ჯალაბებს ვაჟზედ მუცელი გაუცუდდაო. თუ ის უდიერი არ დაგუემართებოდა, დღეს ყაიას ტოლი იქნებოდაო.

პაპუნამ ამისი აშორო უპასუხა...

11. კიდევე პაპუნა და ხოხონა ამასა ჩიოდეს, რომე: ჩუენს სიკუდილსა და ამოწყუეტას არ დაგვაჯერესო, ნიადაგ ჩუენად სასიკუდილოდ და ამოსაწყუეტლად უკან დაგუდევნენო, ამ ქუეყანას აღარ დაგუაყენაო. ყიზილბაშთაკენ გაგუყარესო, ერთი ჩემი ძმა და ერთი და თან გავიტანე და გავღარიბდითო, გზაზედ ძმა მომიკდაო.

სახლისუხუცესმან მანუჩარ, ბაადურ და ყაიამან ასრე უპასუხათ და აშორო უთხრეს...

12. კიდევე სახლისუხუცესი მანუჩარ, ბაადურ და ყაია ამასა ჩიოდეს, რომე: როდესაც ჩუენი განაყოფი ქაიხოსრო ყეენიდამე მოვიდაო, თუ რამ ერთმანერთში სალაპარაკო ან ავი რამ საქმე ქმნილიყო, კათალიკოზის ბატონი ზაქარიას შუამავლობით შევრიგდით და შევფიცენით სუეტს ცხოელზედაო და საფიცარიც მივეცით ერთმანერთასო და ამ საქმით გულიც გაუერთეთ. და მესამეს დღეს შინ დაგუპატიჯაო და მისავ ჭამაზედ ჩემს ძმას ბაადურს უღალატაო, დაუშინეს და მკუდრის ბარობაზედ გაუშვესო, იმათ მოკლეს, მაგრამ მისმან კერძმან ღმერთმან მოარჩინაო, მკუდარ–ცოცხალი ჩუენთავ ყმათ მოიპარესო და ტყისაკენ გააცალესო.

აწე პაპუნამ მისი ასრე უპასუხა, რომე: რაც მართლის გულით არ დაეპატიჯოსო, მამა ჩუენს მისი სიკუდილი და ღალატი არა ზდომებოდესო, რაც იმავ ბაადურის მოყუარის ქართულით შუღლი და ავი საქმე არ გამორეოდესო, ჩუენ სხუას არას შუა ვიყუენითო...

13. კიდევე პაპუნა და ხოხონა ამასა ჩიოდეს, რომე: ამას წინანდელს სიკუდილსა და ავს საქმეს არ დაგვაჯერესო და მოჰხდომოდნენ მამა ჩუენსა და ბიძა ჩუენსა, თავს დასხმოდენო შეყრილნი მოყუარით თავამდინ და მძინარენი დაეხოცათო.

სახლისუხუცესმან, ბაადურ და ყაიამან ამისი უარი ვერა თქუეს რა. რადგან თავის სახლში დაგუპატიჯა, ფიცი და პირი გაგუიტეხესო და გუიღალატესო, მას უკან ჩუენი სიკუდილი და ამოწყუეტა ვეღარ დავითმევით და ჩუენი სიკუდილი და წახდენა მოვიკითხეთო და კიდეც დავხოცეთო.

და აწ ამისი ჩუენ ასრე გაუჩინეთ, რომე: ვითაც პირველ ქაიხოსროს ეღალატებინა და სასიკუდილოდ გაეშოთ, ბაადურის ღალატი და ქაიხოსროს სიკუდილი ერთმანერთს შეუფარდეთ, ამისის გულისათვის, რომე ქაიხოსროს ჩუენს სასაფლაოზედ შეფიცა და ფიცი გაეტეხა. ორთავესი საქმე ერთმანერთს შეუფარდეთ და ამ საქმით ჩავარონინეთ. და მერაბის სისხლი სახლისუხუცესს დაედო, მისის თორმეტის თუმნის სამარხითა.

14. კიდევ სახლისუხუცესი, ბაადურ და ყაია ამასა ჩიოდეს, რომე: იმ დღეს ჩუენს ძმას ბაადურს რომ უღალატესო, ჩუენც იქივ ნიჩბისს ვიყუვენით და ჯალაბები კუერცხიშვილისას გუიდგათო, ჩუენის ძმის სიკუდილსა და ამოწყუეტას აღარ დაგვაჯერესო, მეც იქ ვეგულვებოდიო, ჩემად სასიკუდილოდ და შესარცხუენელად ჯალაბებში მოგუიხდენო და თავს დაგუესხნენო, მე სასიკუდილოდ გამომიმეტესო და ჩუენს სიკუდილს ჩუენის ჯალაბების თრევა და უპატიურობა უარ იყო, ვითაც იმათ თავისით ამოგუწყუიტესო და კიდეც დაგუხოცესო. ნეტამც სულ ხელიერთ პირად ამოვეწყუიტენითო და ჩუენის ჯალაბების თრევა და სირცხვილი ჩუენის თუალით არ მოგუენახათო. ნიჩბისით მუსეფრიანამდისინ ფეხშიშველათ გუდიეს და ჩუენს ჯალაბებს მეტის უკაცრულისა და ურიგოს საქმით ფეხთ ფრჩხილები გასცუივდათო.

პაპუნამ და ხოხონამ ამისი ასრე უპასუხეს: აშოროს ღმერთმან, რაც ბაადურის საქმე იმგუარად არ მოჰხდაო, არც მანუჩარის სიკუდილი გამოერჩიოს მამაჩემსაო და არც ჯალაბებს მიჰხდომოდნენო...

დაიწერა ბძანება და ნიშანი და სამართლის გაჩენა ქორონიკონსა 328, თიბათუეს 21.

ხელრთვა: როსტომ".

პუბლიკაცია[edit]

"ქართული სამართლის ძეგლები" - ტომი IV - სასამართლო განჩინებანი (XVI-XVIII სს.) - ტექსტები გამოსცა, შენიშვნები და საძიებლები დაურთო პროფ. ი. დოლიძემ - თბილისი 1972 – № 25