1639 წ. - განჩინება სვეტიცხოვლისა და ბეჟან ამილახვრის მამულის საქმეზე

From Wikisource
Jump to navigation Jump to search




ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის აღწერილობა[edit]

ცსსა. ფონდი № 1449. საბუთი № 1758. პირი. ქაღალდი. მხედრული.

საბუთის შინაარსი[edit]

"ქ. ზე ადიდენ ღმერთმან მეფე როსტომ. ბრძანებითა მისითა მოვედით ჩვენ ბოქაულთუხუცესი სოლაღაშვილი ელისბარ და თოფჩიბაში პაპია.

ბატონი კათალიკოზი და ამილახორი ბეჟან და ზერტელნი და კუარხელნი მიწის სამძღურებსა და ალაგებზედ ცილობდნენ. ბატონმან ფიცი ზერტელთ დაადვა: სახლთხუცესი პაპუა გაუძღვეს და ქარსიძე თამაზაო, საცა გაიარონო, დაანებეთო. გუჯარი მოართვეს, როგორც ამაში ეწეროს, იმ რიგადაო.

მოვედით კვარხითსა. ამილახორმა ბიძინა ყანჩაელი გამოგვატანა და ავთანდილ ჩიკოტიძე. მოვასხით გარეშემოს მახსოვარი კაცი ამილახორის ყმა და ერისთავისა და თუმანიშვილებისა. ყუალანი ზერტელთ ამართლებდენ. ფიციც ედვა. გაიარეს ლაგამას ხევს გამოსწორ და სოფელში ხუცის სახლზედ შედგენ. ერთი სამანი ამ სახლში ატანიაო და კიდეც იყო სამანი.

შანაშვილები წავიდნენ ამილახორთანა, ჩვენ აქ აღარ გვედგომინებისო, დავიკარგებითო. ამილახორს კაცი ებოძა ჩვენთვინ და კათალიკოზის სახლთხუცესისათვინ: თუ ჩვენი თავი გინდათ, მაგ ერთს ძირს აზნაურშვილს ნუ ამიყრით და ნუ დამიკარგავთ და ნურც ახლა მაგ სოფელს დამიფანტავთ და ნურცარას მაგ სოფელში მისცემთ, თვარემ და ეგ სოფელი აღარას არგებს ჩვენს აზნაურშვილსაო. თუ ჩემი თავი გინდათ, მაგის სიკეთეს თქუენც გიზამთო.

დაფიცებული იყო და გათავებული. მაგრამ რადგან ამილახორს ისე მოჭირვებით ებძანა, შამოვედით შუა ჩვენცა და ბიძინა ყანჩაელი და თაყა თუმანიშვილი და ვინც ვინმე ჩუენთან იყვნენ ყუალანი.

იუარეს სახლთხუცესმა და ზერტელთა, რადგან დაფიცებულნი იყუნენ, უმართლენიც იყუნენ. მაგრამ არ დავეხსენით. სოფელში ხუცის სახლში სამანი იყო, იმაზე ხელი ავაღებინეთ.

და სოფელს ზეით გამოვედით და სოფელს ზეით ჩავსვით სამანი. ერთი სამანი ქსნის ერისთვის ხვადაბუნის ბოლოს ჩავსვით ვარდის გორასთანა ჩასწორ ლაგამას ხევისაკენ. გავსამძღურეთ და გავარიგეთ ლაგამის ხევამდი.

ამ სამნებს ქვემოთ ბატონს კათალიკოზსა და ზერტელთ ხელი აღარა აქუს და ამ სამნების ზემოთ ამილახორსა კუარხელთ ერთმანერთთან ხელი აღარა აქუს. და სოფელში რომ სამანი ჩნდა, ჩუენ გავაცუდეთ. ერთმანერთში სალაპარაკო და საცილობელი არა დარჩომილა რა.

ასე გავარიგეთ ბატონის ბძანებითა. და რომელიც ამ ჩვენს გარიგებულს საქმეს იუარებს და არა დასჯერდება ხელმწიფის შემცოდე იქნების.

ქორონიკონს 327.

სათიბი ეწერა გოჯარშია. ბატონის ბძანება გვქონდა. მოკითხულ ვქენით, კირბალელი ზაალიშვილი ამბობდა: ქორის ბადე მდგომია და საბადურობით ირჩოდა, მაგრამ ტყუოდა; საბადურობით მამული არ დაიჭირვოდა. ერისთავის ყმებიც ამბობდა: ჩუენია. და მოკითხული ვქენით და არცერთს ხელი არა ჰქონდა. როგორც გუჯარში სწერია, იმ წესით ისევ სვეტს ცხოველს დარჩა. სხვა არავის ხელი აქვს.

მე, მრევლიშვილმა ზაალ დავსწერე და მოწამეცა ვარ.

ხელრთვა: ელისბარ".

პუბლიკაცია[edit]

"ქართული სამართლის ძეგლები" - ტომი IV - სასამართლო განჩინებანი (XVI-XVIII სს.) - ტექსტები გამოსცა, შენიშვნები და საძიებლები დაურთო პროფ. ი. დოლიძემ - თბილისი 1972 – № 23