. [ქ. ნებითა და შეწევნითა ღმრთისათა, ჩუენ, მეფ]ეთ-მეფემან რ ო ს ტ ო მ, უქუედაესთა მოგახსენებთ და უზედაესთ გიბრძანებთ, ვინ გინდა-ვინ ბრძანებისა ჩუენისა მორჩილნი იყვენით ლიახუს ზედათ და ლიახუს ქვეშეთ, და ერთობილნო ზემო ქართლელნო, დიდნო და მცირენო, მერმე, ამილახორი ბეჟან გამოგუიგზავნია და, რარიგადაც ამას წინათ ამათს სახლისკაცს ზემო ქართლის სარდრობა ჰქონებოდა, და აწე ჩუენცა ისრევე ზემო ქართლის სარდრობა ბეჟანისთუის გუიბოძებია. რაც კაცი საამილახოროს დროშაზედ ყოფილიყოს, ისრევე უკლებრივ ამას მოუდეგით, ნურც დიდი და ნურც ცოტა ამის ქართულიდამან ნუ გამოხვალთ. ჩუენს ბრძანებასა და სამსახურს ძალი მიეცით, რაც კაცი დაურჩდებით, ჩუენად შეცოდებად მოგკითხავთ, თავსა და ცოლისა და შუილის მეტი ვერა დაგიხსნის-რა, იცოდით, ზენაარ.
1633 წ. - ბრძანება როსტომ მეფისა ბეჟან ამილახორისათვის სასარდლოს წყალობის შესახებ
Appearance
ქართული სიგელ-გუჯრები
საბუთის დაცულობა
[edit]დედანი:
საბუთის ტექსტი (2021 წლის გამოცემის მიხედვით)
[edit]
ბოლოში უზის როსტომის მცირე ზომის, ოთხკუთხედი, სპარსული ბეჭედი, შემდეგი წარწერით:
ქვეყნისა და დროის ხელმწიფემ, დიდსულოვანმა შაჰ სეფიმ, წყალობა მოიღო მის მონაზე და ხოსროს როსტომი მიწოდა.
verso-ზე გვიანდელი მინაწერი:
სასარდლოს ზემო ქართლის სარდლობისა
საბუთის დათარიღება
[edit]თ ა რ ი ღ ი: საბუთს თარიღად უზის ქორონიკონი ტკა (321), რაც გვაძლევს 1633 წელს. თარიღის უფრო დაზუსტება შეიძლება Hd-2126 საბუთის მიხედვით და ეს თარიღია 1633 წ. 23 მარტი.