1628 წ. 02.21. - წყალობის წიგნი ჯაჰანბანუ დედოფლისა სახლთუხუცეს ქაიხოსრო ბარათაშვილისადმი

From Wikisource
Jump to navigation Jump to search




ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის დაცულობა[edit]

დედანი: დაკარგულია.

პირი: Hd-10233
პირი: 1450-12/105

საბუთის ტექსტი[edit]


საბუთის ტექსტი: 2018 - გოგოლაძე თამაზ - № 11



ქ. ნებითა და შეწევნითა ღ(მრ)თისათა.

ჩვენ, დედოფალმან ჯაჰ{ა}ნბანუ ესე წყალობის წიგნი შეგიწყალეთ და გიბოძეთ თქვენ, ჩვენს ერთგულსა და თავდადებით ნამსახურს ყმასა, სახლისუხუცესს, ბატონს ქაიხოსროს და თქვენს შვილს, გუგუნასა და ნიკოლოზს და ბარათასა და შვილთა და მომავალთა სახლისა თქვენისათა ყოველთავე.

მას ჟამსა, როდეს მოგვიდეგით კარსა და თქვენს ნაქონსა და სამკვიდროს გვეაჯენით და მოკიუთხული ვქენით და პირველთაც თქვენის მამა-პაპისა ყოფილიყო და აწე, წიგნით ამით გაგიახლეთ და გიბოძეთ ტბის, შენის ბიძაშვილის, გიორგის კერძი, რისაც მამულის მქონებელი ყოფილიყოს მისის სამართლიანის სასახლითა და ჭურ-მარნითა და ზვრითა და საგლეხოთა და გლეხებით, წყლით და წისქვილით, ველითა და ვენახითა, სახნავითა და სათიბითა, საძებრითა და უძებრითა, შენითა და ოხრითა, შესავლითა და გამოსავლითა, ნასყიდითა და უსყიდითა, ყოვლითურთ თქვენთვის სამკვიდროდ და სამამულედ გვიბოძებია, გიბედნიეროს ღ(მერ)თ(მა)ნ ჩვენს ერთგულად სამსახურსა შინა.

აწე, უზესთაესთა მოგახსენებთ და უქვედაესთაესთა გიბრძანებთ კარისა ჩვენისა ვექილნო და ვეზირნო და სხვანო მოსაქმენო, მერე რარიგადაც ამ ჩვენგან ნაწყალობევს ფარვანშიგან ეწეროს, თქვენც ასე გაუთავეთ და ნუ მოუშლით და შეეცილები{თ}, თჳნიერ თანადგომისა და შეწევნისა კიდე.

დაიწერა ნიშანი დაბრძანება ესე ქ(ორონი)კ(ონ)ს ტივ თებერვალს კა ჴელითა კარისა ჩუენისა მდივან-მწიგნობრის ყორღანაშვილის პაატასითა [ჯაჰანბანუ დედოფლის გადმოხატული ხელრთვა]

საბუთის დათარიღება[edit]

საბუთს აქვს თარიღი: ქორონიკონი ტზ მარიამობის თვე, ანუ 1619 წ. აგვისტო

საბუთის პერსონალია[edit]

* ჯაჰანბანუ დედოფალი
* ბარათაშვილი ქაიხოსრო
* ბარათაშვილი გუგუნა
* ბარათაშვილი ნიკოლოზ
* ბარათაშვილი ბარათა
* ბარათაშვილი გიორგი
* ყორღანაშვილი პაატა

პუბლიკაცია[edit]