1628-1639 წწ. - განჩინება ლევან დადიანისა გაბუნიების საქმეზე

From Wikisource
Jump to navigation Jump to search




ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის აღწერილობა[edit]

ამ საბუთის პირი შენახულია ხუცურად 1803 წ. ოსე გაბაონის მიერ გადაწერილ ხონის გუჯარების კრებულში. ნიშნები არა აქვს.

საბუთის შინაარსი[edit]

ხონის წმინდა გიორგის ეკლესიას შეწირულების წიგნს აძლევს დადიანი ლევან და მისი თანამეცხედრე დედოფალი ნესტანდარეჯანი.

რადგან გაბუნიებს გაუძარცვავთ ტაძარი მალაქია კათალიკოსის ბრძანებით ლევან დადიანმა ხონის ტაძარს მთელი მათი სარჩო-საბადებლით შესწირა კაცია გაბუნია, მამა გაბუნია და ჯაშუშია გაბუნია დასარჩობად, მისი სახლიკაცი ბახუელა გარჯღუელა და კიდევ მოსახლეები თოლიორქო პაპავა და გოჩია მთელი მათი ქონებით, ხახუს შვილის კაცი მწყაზარია გაბუნია სარჩობად, მოსახლე კაცი ჯატუეი ფანცულეია მისი ქონებით და გამსახურდიას კაცი ნასყიდაი ნოდიაი დასარჩობად.

შეწირულების მოწმეები არიან: პატრონი ჭყონდიდელი, მეფის ბოქაულთუხუცესი კაცია, ჩხეიძე სვიმონ, ჩვენი ბოქაულთუხუცესი ჯავახ ჭილაძე, შედან ჩხეიძე, წულუკიძე პაატა, მეფის მდივანი მამუკა.

პუბლიკაცია[edit]

"ქართული სამართლის ძეგლები" - ტომი IV - სასამართლო განჩინებანი (XVI-XVIII სს.) - ტექსტები გამოსცა, შენიშვნები და საძიებლები დაურთო პროფ. ი. დოლიძემ - თბილისი 1972 – № 24

"დასავლეთ საქართველოს საეკლესიო საბუთები" - გამოცემული სარგის კაკაბაძის მიერ - წიგნი I - ტფილისი 1921 - გვ. 51-52