"ზე ადიდნეს ღმერთმან მეფეთ-მეფობა პატრონისა თეიმურაზისა. დავსხედით ბრჭენი და მეშუალნი: თვითან მეფეთ-მეფე პატრონი თეიმურაზ, არაგვის ერისთავი პატრონი ზურაბ, სახლისუხუცესი პატრონი რევაზ, სუფრაჩი პატრონი ბიძინა, კიდევე სუფრაჩი პატრონი ზაალ, ბოქაულთუხუცესი ჯაზდან, ჯორჯაძე მერაბ, ციციშვილი მანუჩარ, ჯავახიშვილი როინ, მდივანი ლაზარე, მდივანი ავთანდილ - ერისთვის შანშეს და ამილახორის იოთამის საქმისა და საჩივრის გასაჩენლად."
"ამილახორი ერისთავს უგანაძეს ესარჩლებოდა... ერისთავი ამას უპასუხებდა: უგანაძე რარიგაცა გარეყანიძე, ფურცელაძე და უთნევრიშვილი ჩვენის სახლისა ყოფილა, ისრევე უგანაძე ჩვენი არისო." მსაჯულებმა შანშე ერისთავს დაფიცება გადაუწყვიტეს.
მახისურ მიწებზე დავა ამილახორის სასარგებლოდ გადაწყდა.
ოთარა ყანჩაელი ერისთავს დარბევას უჩიოდა. მსაჯულთა გადაწყვეტილებით, რაც იესე ერისთავმა წაართვა, შანშე არაფრის შუაში არ იყო და რაც შანშემ წაართვა ის უნდა აენაზღაურებინა.