1628-1630 წწ. - განჩინება თეიმურაზ I-ისა შანშე ერისთვისა და იოთამ ამილახორის ყმა-მამულის საქმეზე

From Wikisource
Jump to navigation Jump to search




ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის აღწერილობა[edit]

ცსსა. პ. კარბელაშვილის პირადი ფონდი № 1461. რვეული № 14, საბუთი № 39, პირი. საბუთი თარიღდება თეიმურაზ I-ის ქართლში ზეობის წლებით.

საბუთის დათარიღება[edit]

გამოცემაში საბუთი 1606-1632 წლებითაა დათარიღებული, მაგრამ ქართლის მეფედ თეიმურაზ I ჩანს, ხოლო არაგვის ერისთავად ზურაბი იხსენიება, ამიტომ 1628-1630 წლებით ვათარიღებთ.

საბუთის შინაარსი[edit]

"ზე ადიდნეს ღმერთმან მეფეთ-მეფობა პატრონისა თეიმურაზისა. დავსხედით ბრჭენი და მეშუალნი: თვითან მეფეთ-მეფე პატრონი თეიმურაზ, არაგვის ერისთავი პატრონი ზურაბ, სახლისუხუცესი პატრონი რევაზ, სუფრაჩი პატრონი ბიძინა, კიდევე სუფრაჩი პატრონი ზაალ, ბოქაულთუხუცესი ჯაზდან, ჯორჯაძე მერაბ, ციციშვილი მანუჩარ, ჯავახიშვილი როინ, მდივანი ლაზარე, მდივანი ავთანდილ - ერისთვის შანშეს და ამილახორის იოთამის საქმისა და საჩივრის გასაჩენლად."

"ამილახორი ერისთავს უგანაძეს ესარჩლებოდა... ერისთავი ამას უპასუხებდა: უგანაძე რარიგაცა გარეყანიძე, ფურცელაძე და უთნევრიშვილი ჩვენის სახლისა ყოფილა, ისრევე უგანაძე ჩვენი არისო." მსაჯულებმა შანშე ერისთავს დაფიცება გადაუწყვიტეს.

მახისურ მიწებზე დავა ამილახორის სასარგებლოდ გადაწყდა.

ოთარა ყანჩაელი ერისთავს დარბევას უჩიოდა. მსაჯულთა გადაწყვეტილებით, რაც იესე ერისთავმა წაართვა, შანშე არაფრის შუაში არ იყო და რაც შანშემ წაართვა ის უნდა აენაზღაურებინა.

პუბლიკაცია[edit]

"ქართული სამართლის ძეგლები" - ტომი IV - სასამართლო განჩინებანი (XVI-XVIII სს.) - ტექსტები გამოსცა, შენიშვნები და საძიებლები დაურთო პროფ. ი. დოლიძემ - თბილისი 1972 – № 18