1569-1578 წწ. 01.06. - ყმა-მამულის წყალობის წიგნი დავით მეფისა გიორგი ბარათაშვილისადმი

From Wikisource
Jump to navigation Jump to search





ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის დაცულობა[edit]

დედანი დაკარგულია.

პირები:

საბუთის შინაარსი[edit]


საბუთის ტექსტი: ქართული ისტორიული საბუთების კორპუსი - ტომი III - N 19


... ჩვენ, მეფემან პატრონმან დავით, ესე წყალობის წიგნი და საფიცარი გიბოძეთ ჩვენსა ერთგულსა და თავდადებით ერთგულობით ნამსახურსა ყმასა ბარათაშვილს გიორგის, იორამს და შვილსა თქვენსა იოთამს, მას ჟამსა, ოდეს ჩემი ძმა ბატონი სვიმონ დატყუევდა, ყოვლის კაცისაგან ნამეტნავად მოგვიდექით და გუმსახურეთ, და თქვენის მამულის საფიცარსაც გვიაჯენით.

ვისმინეთ აჯა და მოხსენება თქვენი, წიგნითა და საფიცრითა გაგიახლეთ: ჩაჩიკაშვილი მამაცა, დღეს რისაც მამულის მქონებელი არის, ჯანიაშვილი როსტევან, დღეს რისაც მამულის მქონებელი არის, აკაურთის ნახევარი, ფიტარეთის ნახევარი, დარბაზჭალის ნახევარი, ავაზნის ნახევარი, ჯანაზიანის ნახევარი, დმანისის ნახევარი, საბაჟოს ნახევარი, ჩინჩხურს ორი წილით, დილმაშენის ნახევარი, მუტავისის ნახევარი, ვარძაგარის ნახევარი, ქვაბევნის ნახევარი, ავანი ერთობით, მავაგომი ერთობით, მარაბდა ერთობით, სროსანგი ერთობით, უკანგორს ორი კომლი კაცი, ქვემო თაგუეთი ერთობით, ხული სრულობით, ლორაშენი სრულობით, მუღანივაშენი სრულობით, ყავახკუტი სრულობით, ფარაჯუქის ნახევარი, მალამახსურის ნახევარი, გელდიგილანის ნახევარი, აღუმრუ მისის ციხითა, ყარატაშის ნახევარი, ქედის ეკლესიის ნახევარი, იალღუზი სრულებით, სუგეჩანის ნახევარი, გელიას სოფლის ნახევარი, ქეთილაშენის ნახევარი, ხანძოარი სრულობით, ჩარგამაშენის ნახევარი, ქერანდენის ნახევარი, კოტრაწეგელეცის ნახევარი, გოგღაია სრულობით, ანგრევანის ... სრულ, ლოქის მთის ნახევარი, ქვემო მიჯის ნახევარი, აღბაბლუს ნახევარი, ყადრუყულის ნახევარი, ავანჯუკი სრულობით, ყარაქილისის ნახევარი, გოგარჩუღი სრულობით, ქვემო ოროზმნის ნახევარი, უზუმფირამაღის სოფელი სრულობით, შავი საყდრის ნასოფლარი სრულობით, ქვემო შინდლარა სრულობით, მანაკერტის ნახევარი და სასახლე, თევრას ნახევარი, ხატის სოფლის ნახევარი, ტნუსი სრულობით, ტამალა სრულობით, საკარისის ნახევარი, სამაგარა სრულობით, წითელი ეკლესია სრულობით, ტანძია სრულობით, თანდრულალი ქარატაკითა სრულობით, ბოსლების ნახევარი, გულეუელი სრულობით, ზემო აბანო სრულობით, ჩინას ჭალის ნახევარი, ხულტას ნახევარი, ლეკისუბნის, ყაზანჩის სოფლის, წნორის ნახევარი, პირნაბაჯის ნახევარი, რატევანი, საკირის სოფლის, კრცხილას ნახევარი, მირტაშენი სრულობით, არდისუბანი სრულობით, იფნობის ნახევარი, ბალახაურის ორი წილი, გუგუთის ნახევარი და ნახევარი სააზნაურიშვილო, წრაუთის ნახევარი, ცოვრეთი სრულობით, გუდარეხის ნახევარი, კრეფა სრულობით, გომარეთი სრულობით.

სხვა რაც ამ სოფლებში საუხუცესო გქონებოდეს და ან გქონდეს, არაფერი მოგიშალოთ, ვინცა და რამანცა კაცმან, მეფემან ანუ დედოფალმან ხელყოს საფიცარსა ამის შლად, ღმერთმან აღმოფხურას ძირი და ნაყოფი მისი, რისხავსმც მამა, ძე და სული წმიდა და ყოველნი წმიდანი მღრთისანი ზეცისა და ქვეყნისანი და რომელნი აღწერილ არიან წიგნსა ამას.

დაიწერა წიგნი და ბძანება ესე ქორონიკონს, იანვრის ექუსსა, ხელითა კარისა წინამძღვრის ფავნელისშვილის ბარნაბასითა.

საბუთის დათარიღება[edit]

საბუთს ჰქონია თარიღი, მაგრამ პირის გადამწერს ქორონიკონის აღნიშვნა გამორჩენია. რადგან საბუთის გამცემია დაუდ-ხანი, სვიმონ მეფის ძმა, ამიტომ საბუთი თარიღდება დაუდ-ხანის მეფობის (1569-1578) წლებით.

პუბლიკაცია[edit]