1565-1583 წწ. - განჩინება ელია მაჭავარიანისა და კოსტანტილეს სასისხლო საქმეზე

From Wikisource
Jump to navigation Jump to search




ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის აღწერილობა[edit]

დედანი: Hd-1797

საბუთის ტექსტი[edit]

ადიდნეს ღმერთმან ძლიერი და უძლეველი მეფეთ-მეფობა პატრონისა გიორგისა.

დავსხედით მათისა კარისა ბრჭენი და მოურავნი ღმრთისა შიშისა ქვეშე: ბოქოულთ-უხუცესი ზაალ და ამილახორი ფარსადან, მასხარაშვილი ელიაი და ლორთქიფანიძე დემეტრე - სარჩელსა კოსტანტილეს და მისი ყმის ურიათყოფილისა და მაჭავარიანის ელიაისა და მისი ყმის ურიათყოფილისასა.

ელიამ კონსტანტინეს უჩივლა: კოსტანტილეს ყმა ურიათყოფილს გვენეტაძე მოუკლავს, რის გამოც მის დასაწვავად წასულან გვენეტაძის მოსამართლენი, მაგრამ იქ შალვა მაჭავარიანი დახვედრიათ. ის ვეღარ დაუწვავთ და უდანაშაულო ელია მაჭავარიანის ყმა ურიათყოფილი დასწვეს და საქონელი წამოუღიათ, რისი ანაწერი წიგნიც ელიას ჰქონია.

კოსტანტილემ უპასუხა, რომ ურიათყოფილი ჯერეთ ბედნიერსა ბატონსა ჰქონდა, მერმე ქათალიკოზსა ჰქონდა, მერმე ბატონსა დედოფალსა ჰქონდა და იქიდაღმან მე ვიშოვე, ეს ამბავი ჩემ ხელში არ მომხდარა, ადრე არ გიდავია და ეხლა რას მემართლებიო.

მოსამართლეებმა ამ საქმეზე ელია მაჭავარიანს ფიცი დაადეს და თუ დაიფიცავდა, კოსტანტილეს უნდა ეზღო დანაკლისი.

პარტახტების და ადგილების დავა ასე გადაწყდა: რაც ბატონს რამაზისათვის მიეცეს და დაეთვალოს, ის კოსტანტილეს დარჩეს და რაც არ მიეცეს, ის ელიას ჰქონდეს.

კოსტანტილეს ბიძა დავითი ერთი ზამთარი ცოლშვილიანად ელიასთან ჩამომდგარა და წასვლისას მისთვის ერთი ცხვარი მიუცია. მისი წასვლის შემდეგ რამაზი ელიას თავს დასხმია, მისი ცოლისათვის ფეხი მოუტეხია, შვილისთვის ლოყა დაუზიანებია და ცხვარიც წაურთმევია. კოსტანტილემ უარყო ეს ბრალდება. მოსამართლეებმა კოსტანტილეს ფიცი დაადეს და გამტყუნების შემთხვევაში რვაასი თეთრი დააკისრეს.

კოსტანტილე ელიას მამიდის უპატიობას და მისთვის ცხენის შეძგერებას უჩიოდა. ამაზე სასამართლომ ელიას დაფიცება დააკისრა და გამტყუნების შემთხვევაში ათასი თეთრი დააკისრა.