1521 წ. დავით X-ის წერილი ოსმალეთის სულთანს ოსმალო ჯაშუშის შესახებ

From Wikisource
Jump to navigation Jump to search
უცხოური წყაროები საქართველოს შესახებ


საქართველოს ისტორიის თურქული წყაროები


თურქული დოკუმენტური წყაროები



წინასიტყვაობა[edit]

სტამბოლის პრემიერ-მინისტრის სამმართველოს (ე.წ. თოფქაფის) არქივში ინახება ქართლის მეფე დავითის მიერ სულთანთან გაგზავნილი სპარსულენოვანი დოკუმენტი E-5822, რომელსაც ჟან-ლუი ბაკე-გრამონი 1621 წლით ათარიღებს.
მ.სვანაძის მიხედვით ამ დოკუმენტით ირკვევა, რომ ირანის გავლენის ქვეშ მყოფ ქართლის მეფე დავითს არც ოსმალეთთან ურთიერთობის გაფუჭება სურს; ხოლო ც. აბულაძის მიხედვით, დოკუმენტი ცხადყოფს დავითის და მანუჩარის ურთიერთთანამშრომლობას.

ლიტერატურა[edit]

  1. მიხეილ სვანიძე - თავმოკვეთილი ოსმალო (ქართლის მეფე დავით X-ის საგარეო პოლიტიკის ისტორიიდან) - ჟურნალი "მნათობი" - 1981 წ. № 11 - გვ.168
  2. ცისანა აბულაძე - თურქული წყაროები XVI ს. I მეოთხედის სამცხე-საათაბაგოს ისტორიისათვის - თბილისი - 1983 - გვ.22

დოკუმენტის შინაარსი[edit]

ქართლის მეფე დავითი აცნობებს სულთანს: ოსმალო ჯაშუშს, ვინმე აჰმედს, დავალებული ჰქონდა ქართლზე გავლით შირვანში შესვლა, მაგრამ ყვარყვარე ათაბაგის მეშვეობით სპარსელებმა გაიგეს მისი თბილისში ჩამოსვლის ამბავი. შაჰმა ქართლის მეფეს კაცი გაუგზავნა და დაემუქრა, რომ მთელ მის ქვეყანას ააოხრებდა,თუ ჯაშუშს არ გადასცემდა. დავით მეფემ კი შემდეგი ხერხი იხმარა: საზღვარზე დააჭერინა ვიღაც მუსულმანი, რომელიც გარეგნობით გავდა ოსმალო ჯაშუშა, მოაკვეთინა თავი და ტანსაცმელთან ერთად გაუგზავნა შაჰს, ხოლო მანუჩარ ათაბაგის დიდი დახმარებით აჰმედი ოსმალებს დაუბრუნა, იმ საბაბით, რომ შეუძლებელი შეიქნა მისი გატარება ბაქოსკენ.