Jump to content

1503 წ. 01.30 - სასისხლო სიგელი ალექსანდრე მეფისა ავთანდილ ხელხელიძე-სარმანიშვილისადმი

From Wikisource





ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის დაცულობა

[edit]

საბუთის შინაარსი

[edit]

საბუთის ტექსტი: ქართული ისტორიული საბუთების კორპუსი - ტომი III - N 19


ლიხთ-იმერისა და ლიხთ-ამერის ორისავე ტახტის მფლობელმა, აფხაზთა, სვანთა, კახთა, სომეხთა, ქართველთა, ჯიქთა და ალანთა, შაჰნ-შაჰე და შარვან-შაჰე მეფეთ-მეფე ალექსანდრემ მის ერთგულ ავთანდილ ხელხელიძე-სარმანიშვილს განუახლა სასისხლო სიგელი და გაუჩინა სისხლის ფასად 400 000 ძველი კირმანეული თეთრი...

"აფხაზეთის კათალიკოზო, ქართლისა კათალიკოზო, ქუთათისის ეფისკოპოზო ქუთათელო, ჭყონდიდელო, გელათისა მოძღუართ-მოძღუარო, ოდიშს ბედიელო, მოქველო და ცაიშელო, სამცხეს მაწყუერელო და თორმეტნო მეუდაბნოენო, თქვენც ასრე დაუმტკიცეთ.

სხუათა კარისა ჩუენისა თავადთა: ერისთავთ-ერისთავო და სუანეთის ერისთავო, და მანდატურთუხუცესო, დადიან-გურიელო და ამირსპასალარ-ათაბაგო, თქუენც ასრე დაუმტკიცეთ.

სხუანო კარის ჩუენისა ვაზირნო: ამირეჯიბო, მსახურთუხუცესო, ამილახორო, სახლის უხუცესო, ერისთავო, ამირათ-ამირაო, თქუენც ასრე დაუმტკიცეთ. სხუანო კარის ჩუენის ხელის მქონებელნო: მეჯინიბეთუხუცესო და მეჯინიბენო, მოლარეთუხუცესო და მოლარენო, მეაბჯრეთუხუცესო და მეაბჯრენო, ბოქაულთუხუცესო და ბოქაულნო, მეღუინეთაუხუცესო და მეღუინენო, გამგეთუხუცესო და მზარეულნო, ბაზიართუხუცესო და ბაზიარნო, თქუენც ასრე დაუმტკიცეთ.

სხუანო ხელის მქონებელნო: მალისა და ხარაჯისა მკრებელნო, ყალნისა და ბეგრის მკრებელნო, გოჭ-ქათმის მკრებელნო, მესტვირევ და მენაღარენო, მეჩანგენო და მედაბდაბენო, მეჩიხრიხენო, მემწევრენო, მეძაღლენო თქუენც ასრე დაუმტკიცეთ, სხუანო ხელისუფალო: მამასახლისო, ნაცვალო, გზირო _ ბრძანებისა ჩუენის მორჩილნო, დიდნო და მცირენო, თქუენც ასრე დაუმტკიცეთ."

პუბლიკაცია

[edit]