1500-1535 წწ. - ერთგულების წიგნი ვარძიის წინამძღვრისა ქართლის კათოლიკოსისადმი

From Wikisource
Jump to navigation Jump to search




ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის დაცულობა[edit]

დედანი: Ad-723



საბუთის ტექსტი: ქართული სამართლის ძეგლები - ტომი III - N 44


საბუთის ტექსტი[edit]

...მეუფესა ქრისტე ღმრთისა ...* ვარძიისა ძმათა.

მას ჟამსა, ოდეს მცბიერი ბერძენი მოვიდა ცრუ წინასწარმეტყუელი და მცირითა რათმე სტყუითა მიგუიზიდნა.

აწ თქუენ გაგუიწყერით და კიდეც უმართლე იყვენით, ამად რომე დღესთა მისთა...*

აწ დღეს და დღესისას უკანით ვიყუნეთ თქუენნი ერდგულნი...* და მადიდებელნი, როგორც დღესთა მისთა ...* ვართ მითვე წესითა ვიყვნეთ: არცა მიტრაპოლიტი შემოუშუათ, არც მისი წიგნი ვნახოთ, არც მისი მცნება გავიგონოთ და არასთანა მისი არა ვირწმუნოთ; არც უმცხეთოდ ჩუენი მღრდელი და დიაკონი იკურთხეოდეს; არც-რა ჯავახეთს და ნიალის ყურს ვისაქმოთ სამწყსოობისა პირზედა. და ვიყვნეთ თქუენისა ბრძანებისა მორჩილნი ასე რაგუარც ესე ...**

და წმიდამან სულმან და ამა ვარძიისა ღმრთისმშობელმან ...*** ოს, კრულია პირითა ღმრთისათა ცათა შინა და ქუეყანასა ზედა პირითა ღმრთისათა.

სხვა ხელით: სიგელი ვარძიის წინამძღურის მოცემული


* - აკლია ხუთი ექვსი სიტყვა
** - ბოლო მოხეულია
*** - აკლია ორი-სამი სიტყვა

დათარიღება[edit]

ი. დოლიძე საბუთს XVI საუკუნის დასაწყისით ათაროღებს.

პუბლიკაცია[edit]