1241-1242 წწ. - დაწერილი არსენ ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესისა მგელა აბულახტარისძისადმი

From Wikisource
Jump to navigation Jump to search





ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის დაცულობა[edit]

დედანი: 1448-5003

საბუთის ტექსტი[edit]


საბუთის ტექსტი: 1970 - ქართული სამართლის ძეგლები - ტომი III - N 13


ესე დაწერილი მე, უღირსმან არსენი ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესმან დაგიწერე ჩემსა ჭყონდიდისა ქონებასა შიგა შენ, აბულახტარის ძესა მგელასა და შვილთა შენთა ...[8]... და ფეროზს.

მას ჟამსა ოდეს ღმერთმან და ვიკადრო - გამზრდელმა ჩემმა მეფეთ მეფემა რუსუდან ბათოისსა გამგზავნეს სამსახურად, შენ მაშინ თანა მყევ და დიდი მოიჭირვე და ჭირნი ჰნახენ.

ერდგულად მსახურებისათუის მეჰაჯე ღუერკისა მოცემასა. და მოგეც ღუერკი სოფელი, გარეთ უშესავლოდ, მისითა საჯდომითა და მიწა-წყლითა, მთითა, ბარითა, ტყითა, ველითა, წყლითა, წისქუილითა და ყოვლითა სამართლიანითა ზღვრითა მისითა. გქონდეს შენ მგელასა აბულახტარის ძესა, შვილთა შენთა ...[8]... ფერისს და ყოველთა შვილთა და მომავალთა შენთა, ერდგულად მსახურებასა შინა ჩუენსა და შემდგომად ჩუენსა ჭყონდიდისა საყდრისა მპყრობელთასა, მკუიდრად, სამამულოდ, თავისუფლად, შეუვალად და შეუცვალებლად, ყოვლისა შესავლისა და გამოსავლისაგან.

არა შეგეცვალოს არცა ჩემგან და არცა შემდგომად ჩემთა ჭყონდიდისა პატრონთაგან.

და ვინცა რაისაცა მიზეზისა მოღებითა შეგიცვალოს, შე-მცა-ცვალებულ არს სჯულისაგან ქრისტიანეთაისა, ჰრისხავს-მცა მამაი, ძე და წმიდაი სული, და იგიმცა წმიდანი და ღუაწლ-მრავალნი მარტუილნი ჭყონდიდისანი და წმიდაი მთავარ-მოწამე უბისისაი მტანჯველთა მათთა პატიჟსა მისგან აძევს. და ნუმცა რაი დამტკიცნების მისგან ქმნილი!

სეფისა ზარადხანისა მწიგნობრისა თევდორე ჩორაყისძისა ხელითა დამიწერია.

[დამტკიცებები]:

  • ქ. ესე, ვითა ზემოით დამიწერია, მე, უღირსსა არსენი ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესსა ჩემითაცა ხელითა დამიმტკიცებია.
    ვინცა შეუვალოს, იყავნ კრულ, წყეულ და შეჩუენებულ ღმრთისა და ყოელთა წმიდათა მისთაგან!
  • ქ. მე, რუსუდან მეფესა დამინიშნავს.
  • ქ. ჩემ, დავით მეფისაგანცა მტკიცეა.

საბუთის დათარიღება[edit]

საბუთის შინაარსი და პერსონალია[edit]

საბუთის რაობა:

პუბლიკაცია[edit]