(ჰა ბეჩავ, სანდროს კვნესამე)

From Wikisource
Jump to navigation Jump to search
(ჰა ბეჩავ, სანდროს კვნესამე)
ავტორი: ვაჟა-ფშაველა
1909 წ.


ჰა ბეჩავ, სანდროს კვნესამე,
თვალების, ულვაშისაო,
ჰა ბეჩავ, ბოთლების მცლელო
და მტერო ქალებისაო!
ჰა ბეჩავ, სანდროს კვნესამე,
შე ჯიხვო სალის კლდისაო,
შეუდრეკელო სმაშია,
პირს ოფლი გადაგდისაო.
ჰა ბეჩავ, სანდროს მოუვა
გორით წერილი ძმისაო
და სატრფიალო გოდება
მიხასი, დისწულისაო,
ჰა ბეჩავ, სანდროს კვნესამე,
ქალზედა მაჩაბლისაო.
ჰა ბეჩავ, ბეჩავ, ბიჭებო,
არა ჰღალატობთ ჯიშსაო.
გიპატიჟებენ სმაზედა,
წერილი წერილს სცვლისაო.
ნეტავი თვალითა გნახოთ,
დრო რო დადგება სმისაო!
თეთრიანი რო დაცლილა,
წითლიანს ქვევრსა ჰხდისაო.
თევდორე: „ღვინოს უყურეთ,
გემო აქვს ბადაგისაო“.
გავარდა საქართველოში
ხმა თქვენის ბიჭობისაო.
რა უჭირს ისეთს დედასა,
ვინც თქვენფერ შვილებს ზრდისაო!
ჰა ბეჩავ, ფშავლის შვილებო –
თვალის მთხრელებო მტრისაო!