(ვისაც გსურთ ჩემთა ამბავთა ცნობა...)
ალექსანდრე ჭავჭავაძის ლექსში „ვისაც გსურთ“ შეინიშნება აშკარა პესიმიზმი. საქართველოს ბედით იავარქმნილი პოეტი თავს „ჭირში ფლობილს“ უწოდებს და დასაწყისშივე მიმართავს სამშობლოს პატრიოტ ადამიანებს, რათა უსმინონ დარდისაგან გულშეპყრობილ მგოსანს.
ალ. ჭავჭავაძე საქართველოს დამონებულ პატიმარს უწოდებს და წარმოგვიდგენს ქართული ერის ახალ ჭირს. თითქოსდა ჩვენს სამშობლოს თურქულ-სპარსული შემოტევებია არ ეყოფოდა, რომ ამას რუსეთის გუბერნიაში შესვლა და თავისუფლების დაკარგვა დაემატა.
„მას ვჭვრეთ პატიმრად, ვის მონებს გული.“
პატრიოტი პოეტი ღრმა გულისტკივილს გამოსთქვამს იმის გამო, რომ ტავისუფლება დაეხშო იმ ერს, რომელმაც ქრისტიანობის საყდარი საკუთარ მკერდზე დაიდგა და ქვად საკუთარი ძვლები იხმარა. უსწორმასწორო ომნი ვასწორეთ, ხორცი მივეცით, სული კი – არა და ერთმა მუჭა ერმა ქრისტიანობა შევინახეთ და არავის შევალახინეთ.
ალ. ჭავჭავაძე ზიზღით არის განსჭვალული იმ „ნების წარმტაცველი“ ძალების მიმართ, რომლებიც ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანას „გუშაგებად“ მოევლინა და ჩაახშო ქართული სული, აკრძალა ქართული სიტყვა საქართველოში.
„გუშაგნი ბევრნი თვითოსა მცველად,
გვყვანან ნების წარმტაცველად.“
ლექსის ოპტიმიტურ დასასრულს მაინც პესიმისტური ტონალობა გადაფარავს. სევდიან კილოს ქმნის ყოველი სტროფის შემდეგ განმეორებული საწყისი „ვისაც გსურთ და სხვა“, რომელშიც პოეტის მჭვუნვარება განსაკუთრებულად არის აქცენტირებული.