(ვთქვათ: მთად სამზეო და სანიავე...)

From Wikisource
Jump to navigation Jump to search

ვთქვათ: მთად სამზეო და სანიავე
აღმართე ძეგლი, ელოლიავე...
ვარდებით მორთე, მოაიავე.
და... უცებ ანგრევს ჟამთა სიავე

სდარაჯობს მტერი მშვენიერს ყოველს,
ჩუქურთმათ მჭრელსა თუ ფარჩათ მქსოველს
ვარძიას, გეგუთს, თუ სვეტიცხოველს
ზედ დასტყობია ჟამთა სიავე.

ღრუბლებიში ლალი იღვრება მნათის...
აგერ ნანგრევი ჰგონებს მარადისს,
ნანგრევებში კი იდუმალ დადის
იმ გარდასულთა ჟამთა სიავე.

ხალხში სიცოცხლე აღვიძებს გრძნობებს,
იშუშებს ომისმიერ ჭრილობებს
და ახალახალს აგებს შენობებს,
რომ წარიშალოს ჟამთა სიავე!