Jump to content

(გზა არ ღირს დავიდარაბად...)

From Wikisource

გზა არ ღირს დავიდარაბად,
ძალზედ ხმაურობს პარტერი;
არა სიზმარი, არამედ
მართლა ვარ მილიარდერი.

მაგრამ ვის შემოვუშენო:
ნარგიზები და ვარდები;
მითხარ, უშენოდ, უშენოდ
რად მინდა მილიარდები?!