„ან“-ზე სით მოხვალ

From Wikisource
Jump to navigation Jump to search
უსათაურო
ავტორი: ბესიკი

ათინად სიბრძნის-შემკრები აზიად ვმგზავრობ არესა; ამირბარს ვეყმე ავთანდილ, ამოდ რა ლმობიარესა! ალვისა მშვილდი შემშვენდა ისრად არყისა მხმარესა; არწივს აფსკასა შევაგენ, ჰაერს მოფრინვა-მკმარესა. ბაბილოვანით მრებელმან ბასრა ვიხილე, მსუროდა; ბარამის ქება მომესმა, ბეჟან ვემონე ყმუროდა. ბიისა მშვილდო ფიცხელო ბარდის-ისრისა მძმურო და, ბრანგვსა შეგტყორცე, ბაყვს ეცი, ვის ჩვევით სისხლი გწყუროდა!

გულანშაროს მხილველს მგზავრსა გურიად მოსლვა მენება; გივსა ვეახლე გოდერძი, მაშვრალს მსუროდა სვენება; გრაკლი მშვილდად მაქვს და ისრად გია, გმირთ მოგეხსენება, გავაზსა გული განუპე, ვაკმავე სისხლად ცენება. დიგორის გარდამრებელმან დვინსა მივმართე ვანებად; დიმიტრის თავი ვამონე, დარისპან ვახლდი ყმა ნებად. დარიჩინისა მშვილდზედან დაფნის ისარი კმა ნებად. დევი შემაკვდა, დაყვშიგან დავასე დასანანებად. ევროპა მევლო სრულებით, ზღვით ერანს გაველ ცურვითა; ელისბარ ვნახე, მეკეთა, ევსუქი ვახლდი სურვითა. ეღატის მშვილდი უკვირდათ, ეკლის ისრისა ჭურვითა; ელქაჯს ვჰკრი, ენას დავასვი, გახდის სიცოცხლე-მდურვითა. ვლახეთი მოვვლე ყარიბმან, ვარ-ციხეს მოველ გვიანად; ვარამს ვესურვე, მიწოდდა ველისარიონს ჭკვიანად. ვარჯოვნის-მშვილდსა მიქებდნენ, ვაზის-ისარსა ფრთიანად; ვარას განვჰსწონდი ვეგზედან, მწვადი ცეცხლს მაქვნდის მცვრიანად. ზარღანს ვიყავ, ჭირ-ხილულმან დავაგდე და ზახას მოვე; ზალდასტანის მოყმეობა მე ზურაბმან ბედად ვჰპოვე ზეთის-ხისა მშვილდსა ისრად ხე ზმილაკი შეუგროვე; ზირაქას ვჰკარ ზურგსა ზედან, ხელთ სიმარჯვე დავახსოვე.

თაბორის მთით ჩამოსრულმან თრიალეთი მოვიხილე; თარგამოსის მონამ თომამ კაცი ვინმცა შევიცილე! თელის მშვილდსა ისრის დარგად თამრი სწორი შეუკილე ; თახვსა თეძო შევალეწე, გული ცეცხლი განუგრილე. იამანეთით მოსრული იმერეთს ვახლავ მეფესა; იაკობისად დამიწოდს იოსებს სიბრძნის-მკრეფესა იასამანის მშვილდისთვის ელის ისარს ვჰსთლი სეფესა ; იადონს იდაყვ-მოლეწილს ჰპოებენ სისხლ-ნაჩქეფესა. კარნუთ კოლასა მრებელი, ვმოგზაურობდი მთნებელი; კვირიკეს ვახლდი კიკოლა, წარსვლისა დამვედრებელი. კიპარის-მშვილდის მკიდავი, კირკიტას ისრით მსრებელი, კოდალას კუჭსა დამსობი, სახელის ვიყავ მკრებელი.

ლვის ვიყავ, ლაზეთს მოველ, ზღვა, ტყე, ველნი მომეწონნეს; ლეონ მიქეს, მასცა ვახლდი, ლომინ მიხმეს, შემაგონეს. ლიმონის-მშვილდს ლაფანის ხე ქარქაშს ისრად შემიკონეს; ლომთა ვჰფრეწდი, ლავიწს ვლეწდი, ცილი ვერ სით მომიგონეს. მარაღით მარანდისაკენ ჩავიქროლე ცხენ-მალობით; მანუჩარმა მიყმო მოსე, დამაკვირვა მასპინძლობით. მდგნარის მშვილდსა შევიბმიდი; მურყანს რა ჰსჯობს მასროლობით? მარჯანს მუხლსა განუხვრეტდი, არად ვიყვი განმჰსტროლობით ნიშაბურით მალ-მოსწრაფე, ნუნისს მოველ ცხენ-მაშვრალი; ნებროთს ვახლდი; „ნარიმანო“ ხშირად მხადდის არა წყრალი. ნარინჯისა მშვილდი მებნეს, ნარდიონის ისრით მთვრალი; ნიბლიასცა ნიკარტს სისვრით განუწონი სწორა კრკალი.

ონით წარსულს წარმყვა მანგი, ორბეთს მიმყვა დია დანგი; ოთარს ვეყმე გზით პირ-ზანგი, მე ორესტი, ლომის ჭანგი. ოლეს მშვილდი მოკლე თანგი, ოსტერა მჰყვა ისრად ფრანგი; ოყარს ორ-მხრივ გარდავლანგი, ისრის პირსა ვჰხოცი ჟანგი. პეტრე-ბრუხით პანკისს მოველ, ყინვის მჩივი ვარდ-ნაზრობით; პრიამს პართენ ვმსახურებდი, თქვენც გასმიათ მეფე თხრობით. პილპილს მშვილდი გამოვჰსთალე, ისრად პანტას რა სჯობს რობით! პილოს პირით განაკვეთსა მივართმიდი სისხლთა ღვრობით. ჟინვანს ყოფით მი-რა-მჭირდა, ჟამურს შევვლე ოსთა ნახვად; ჟურულს ვეთნე; ჟილბლაზ მარქვა, უცხოს სჯულთა გარდამსახვად. ჟვერსა ვჰსთლიდი მშვილდად, ჟოლა ისრად მეპყრა წანამახვად; ჟორჟორაკთა ჟრიალს ვსწყვეტდი, ვიყავ მთათა გარდამლახვად. რუს-თავს გიქებ მოსრული და რეხას მდგომი სანადიროს; როსტევანას მოყმე როსან ველსა გაველ განაპიროს. რაფინდის-მშვილდს თავი შესწონს, როდის ისრით განაღიროს; რქა-მარტოსა რიკად შეხვდა, ძვალნი მუსრვად გარდებიროს. სინდელთი ვნახენ არენი, სისტანს ვეახლე ქებულსა; საამის ყმობა დამშვენდა მე, სეფედავლედ ხლებულსა. სარვისა მშვილდი შეშვენდა სუმბულთ ისართა კრებულსა; სირინოზს სასტვენს უმზადე, ვაი, მით დაშავებულსა! ტრაპიზონს გიქებ რებული, ტანძიას სტუმრად გებული; ტროილის მოყმედ ხლებული ტერენტი, გმირად ქებული ტრევინთოს მშვილდის თნებული, ტვიის ისრითა სრებული, ტეტერის ტუჩს კრვით მხრებული, ვარ თავის-იმედებული! ურბნისს ურვა შემომადგა, ურუმიად ვიმოგზავე; უშანგ მიხმეს, შევეახლელ, უთრუთ მიხმო, შევესწავე. უდის მშვილდსა შევიბმიდი ულპოლველის ისრითავე; უზაბარს ვჰკარ, უკანანი განმკვეთელმან გარდუტყავე. ფარფურეთით ფიცხლად მრებმან მი-ცა-ვმართე ფარიზიად; ფარად მიყმო კაცად კარგმან, ფარნავაზად მთქვიან დიად. ფათალოსსა ვერჩდი მშვილდსა, ფისტა ისრად მქონდა ღლიად. ფასკუნჯს ფრთეთა წავაკვეცდი, დავინებდი გულ-მაგრიად ქირმანს მხარნი ჩაუარენ, ქოისტნისა ვძიენ გზანი; ქაიყუბადს შევემონე, ქექაოზად შევეცანი. ქლიავისა მშვილდი მეთნეს, ისრად ქაცვი შევათხზანი; ქურციკს ვჰკვლიდი, ქედს უგლიდი, „შაბაშ“ იყვის ჩემთვის მზანი.

ღარს ღარიბობა მიმჭირდა, ღუდას გარდაველ საგებად; ღეკტორის ყმობა დამშვენდა ღამბარს ყმად დასაქადებად. ღერწითლის მშვილდსა ისარი ღოღნოშო უქმენ მზადებად; ღორთა ღლიანი შევფრინჩნი, მწვადი ცეცხლს მაქვნდის ნადებად. ყობანს აფხაზთ განაზარდი ყიზლარს მიველ ბიჭი მარდი; ყარანს ვახლდი, შეუყვარდი, „ყარამანად“, მთქვის თუ: „ჰკმარდი“. ყამბროს მშვილდად მოვიგარდი, ყავის ისრით შევაფარდი; ყარყანტს ყრონტად დავაკარდი, მაგრამ გითხრა სხვაცა დარდი! შირვანით მრები, მტერთა სამტრები, ზღვით მონამხრები, შირაზს ჩამჭრები; შაისა მხლები, თავ ქვისა მხლები, შაბურ შემძლები, აწ გითხრა რები? შილმის მშვილდ-მთლები, ისრად შქერ მთნები, თუ ვნახენ მტრები, მით შევეყრები; შვლის შუბლად მსრები, განმასისრები, სახელის მკრები, ალმას ისრები. ჩარგაზეთით ჩინეთს შეველ, მხილველთ მაქეს მიმდო ისრის; ჩაჩნაგირსა თავი ვაყმე, ჩითაღ გეტყვი ქებას მისრის. ჩქონის მშვილდი ჩინრის ისრით რასცა ვჰტყორცე, მოსრის, მისრის; ჩხართსა ვჰკლვიდი ჩახვსა ვჰკვრიდი, ჰამრი ვერ ჰყვეს მათის კისრის. ციმბირს ყინვა, ძაღლებრ ღრინვა, ვერ ვიგულე, - ცუცხვათს მოვე; ცერცვაძემან ციცი მნახა, ამოს ცეცხლით გამათბოვე. ცაცხვი მშვილდად გარე-მებნეს, ცირცელს ისრად შევეცნოვე; ციყვთა ვჰსვრიდი, ცხვირთ უძრვიდი, ტყავნი სყიდვად შეუგროვე. ძიროვანით ძეგლევს მარე მოვისწრაფდი დღივ და მთვარე; ძამუასა შევეწყნარე, ძაღლუად მთქვა სიტყვა-მწარე. ძელ-ქვა მშვილდად შევიხარე, ძეწნი ისრად ვინაქმარე; ძერძერუკთა ძარღვნი ვჰბძარე, თავი ამით შევაყვარე.

წინარეხს მყოფსა წირქვალი მიქეს; მიცაველ სწრაფითა; წერეთელს გული ვამონე, წეტად მთქვის ხმისა ხაფითა. წნორის მშვილდზედან წარო ვჰგე ისრად; რასცა ვჰკარ, დაფითა; წეროსა წვივთა მლეწელად დამთქმიდენ ხმა-დაფდაფითა.

ჭარი სრულად ვიალაფე, ავგვალე და დავჰსდეგ ჭართალს; ჭავჭავაძეს მივემოყვრე, მე, ჭაბუკ-მზე, გეტყვით მართალს. ჭანდრის მშვილდი ჯავარ-ჯილდი ჭკუტის ისარს ჰშვენდა ნათალს; ჭაროს ჭლიკსა შევაგლეჯდი, თუ ვინ მომცემთ ამით ფართალს. ხორასნით მალს ცხენს მჯდომელი აწ ხრესილს მოველ მდგომელი, ხვარაზმშას ყმობის მდომელი, ხოსროვ-შირ მე ვარ რომელი; ხეთ-უფლის მშვილდის მთრომელი, ხარ-თუთის ისრის მზომელი; ხაზიდს ვჰკარ ხელ-უკრთომელი, ხერხემალს შეუცდომელი. ჴადით მთიულ-მოხევეთა გამოვრიდე, ჴოფს მოვმართე, ჴონთქრის ყმობა აღვირჩიე, ჴვასრო სეხნად ვიწაღმართე. ჴადარბანის მშვილდსა ისრად ჴუმლა კილოდ მიუსართე; ჴოხობს ხშირად ჴაკადა ვჰკრი, - მნატრეს, ვისცა გავეწვართე. ჯანაბათს ინდნი ვნახენ პირ-ბინდნი, ფრანგეთს გავარენ ჯენევის თემად; ჯაანგირ ვნახე, ყმა კეკლუც-სახე, ჯამასპი მარქვა და მთქვის ძმად ჩემად. ჯონჯლის მშვილდითა, ყოვლგან ჯილდითა და ჯღარდლის ისრით დავვლიდი ლემად; ჯერანს მორბედსა უშლიდი ბედსა, ჯიღათ ვამსხვრევდი, მაქიან ქვე მად. ჰასურვთით ჰაერმონად მიველ, - მაკლდა, - იგიც ვნახე; ჰასრათს ვეყმე, კაცსა ტკბილსა, ჰარონობით გავეზრახე; დავრიშულად მოვიჩმახე, მშვილდსა ხელი აღარ ვახე; ზღვა-ხმელ-მთანი სრულ დავლახე, მიკვირს, შემრჩა კიდევ სახე! ჵოი სოფელო [!] პირ-დამყოფელო! ჵოი, დრკუო, ცრუო! ჵო, მოკლე-კუდო! ჵო, ვაჲ, ჰაი! ნეტარ, ხარ რაი! ჵი გვარი-მწარი, ჵო მრუდო, ცუდო! ჵო, ოდეს გდევდეთ, გულს ქვე-გიფენდეთ! ჵო, შეხლტი, გვევლტი! ჵო, გვაგდებ, მრუდო! ჵო, შენსა პირსა ვინ ეტრფის, ტირსა! ჰაი, ჰაი, გიცან, ჵო, ეშმა ზღუდო!