ჯაფარი

From Wikisource
Jump to navigation Jump to search

"თარიხი ქაბირ" ("მოციქულთა და მეფეთა ისტორია")
ავტორი: ჯაფარი
ცნობები საქართველოს შესახებ

გამომცემელი: მირიან მახარაძე


უცხოური წყაროები საქართველოს შესახებ


საქართველოს ისტორიის სპარსული წყაროები






სტატია:
მირიან მახარაძე - კიდევ ერთი უცნობი აღმოსავლური წყარო შავბატკნიანთა მბრძანებლის ჯაჰან შაჰის საქართველოში შემოსვლის შესახებ - კრებული: 2015 - საისტორიო კრებული - V - თბილისი - 2015 - გვ.62-75


წინასიტყვაობა[edit]

XV საუკუნის სპარსულენოვანი ავტორის ჯაფარ ბ. მუჰამმედ ნ. ჰასან ჯაფარი ალ ჰუსეინ იეზდის, ანუ ჯაფარის  საისტორიო ნაშრომიდან ნაწილი 1973 წელს გამოაქვეყნა ბარტოლდმა თავისი თხზულებების VIII ტომში. 2011 წელს თურქმა მეცნიერმა ისმაილ აკამ გამოაქვეყნა ჯაფარის ნაშრომის თურქული თარგმანი, რომლიდანაც ცნობები ჯაჰან-შაჰის საქართველოში ლაშქრობის შესახებ 2015 წელს გამოაქვეყნა მირიან მახარაძემ.

ტექსტი[edit]

ყარა იუსუფის შვილის ემირ ჯაჰან შაჰის საქართველოს მხარისაკენ წამოსვლა და ამ ქვეყნის დაპყრობის გადმოცემა[edit]

ამავე (1440) წელს ემირ ჯაჰან შაჰი კარგად შეიარაღებული ჯარით აზერბაიჯანიდან საქართველოსაკენ გამოემართა. ყარსის შემოგარენში 2-3 დღე დაბანაკების შემდეგ საქართველოს მიაღწია და ყოველ მხარეს შეესია. სამლოცველოები დაანგრია და კერტინის ციხე ხელში ჩაიგდო. თბილისის შემოგარენში მოვიდა და თბილისის მოსახლეობას ჯიზია დაუწესა. ქართველი ურწმუნოებიდან ძალიან ბევრი ხმლით განგმირა, მიწაზე დაყრილები ჯოჯოხეთის უკიდეგანო უფსკრულში გააგზავნა. აუარებელი განძი ხელში ჩაიგდო, საქართველოს ქვეყნიდან დაახლოებით 30 000-მდე კაცი დაატყვევეს და აზერბაიჯანში დაბრუნდნენ.