ჯამრული

From Wikisource
Jump to navigation Jump to search

ქალავ, ის მიყვარს მე შენი, თავს რომ დაჰკიდებ მელადა, პირდაპირ ცქერას ვერ ჰბედავ, ვაჟთ ცქერას იმჩნევ წყენადა. დრო-და-დრო გაგეღიმება გულის საკლავად, ნელადა; უხმლო ხმალს იქნევ, უხანჯლოდ გულის გამხდარხარ მჭრელადა. ჯერაც ატყვია ჩემს გულსა შენგნით წყლულები ჭრელადა, ოცგანაც კიდევ რომ დამჭრა, ვერ გაგიხდები მტერადა!