ხმა სირინოს
Appearance
ხმა სირინოს ავტორი: ბესიკი |
ხმა სირინოს, თმა-ღულამბარ-წინამოს,
დამქროლო ნიავო, არვედ ეარე!
მზე-აპოლოს, დისკო უძღვენ წინამოს,
შვიდთა მთენთა ერთი ხლებად ეარე!
ვინ სულთ ბაზრად შეაშენენ შენები,
მუნ სადაღნი შავად საგნად შენები!
მეტყვი: „მოი, გულო შავ-გლახ, შენ ები,
ძვირად სადმე საფარდულად ეარე!
თეთრთა ზღვათა შავნი ნავნი მანავნი,
ესრეთ ვჰგონე, მან განავნა მანავნი;
არ იკადრა ლიმენს ტევრი მან ავნი.
შავნი ჰინდნი მას დარაჯად ეარე!
ვსთქვი: რა ვნახე უცხო სახე დარანი,
მიესხივნეს გულთ სათენი დარანი.
ლალს მოეცვა ბარაინის დარანი,
სადაფს ვარქვი: „შენ ტიელად ეარე!”
ვარდსა ბაღი გაეწითლა არვებით;
თუ შევეხით, არ უეკლოდ, არ ვებით.
მისს მაჯნუნსა რამცა ჰქონდეს არ ვებით!
ჰხამს ეკალი ზედან გულზედ ეარე.