წვიმიანი დღე...
Appearance
წვიმიანი დღე... ავტორი: გიორგი ლეონიძე |
წვიმიანი დღე...
წვიმიანი დღე...
ძვირფასო,
მხოლოდ ახლა შევიტყე,
რომ ჩემი გული -
არი შენი ტყვე...
მე გადავლახე ბევრი ხეობა,
გადამხდა ბევრი გადანახდომი;
გამოვაღწიე, მოვრჩი ტყვეობას,
იცი, რით? -
ლექსში ვეფხვის ნახტომით!