წვიმიანი დღე

From Wikisource
Jump to navigation Jump to search
წვიმიანი დღე
ავტორი: ტერენტი გრანელი


 
ქარი დგება წინ
და დღენი მიდიან.
გარეთ ისევ წვიმს,
ცუდი ამინდია.

შორეულს ელი,
ისმენ ამ არიას.
ეს ბინა ბნელი
შენი სამარეა.

შენ, ჩემო თავო,
გრძნობ გულის ანთებას.
იგონებ ტაროსს
და მზე გენატრება.

ქარი დგება წინ
და დღენი მიდიან.
გარეთ ისევ წვიმს,
ცუდი ამინდია.

რესურსები ინტერნეტში[edit]