წარწერა სურათზე (ვაჟა-ფშაველა)

From Wikisource
Jump to navigation Jump to search
წარწერა სურათზე
ავტორი: ვაჟა-ფშაველა


იქნებ იამოს,
ვიფიქრე ისა,
ძვირფას ძმას ვუძღვენ
სურათი ძმისა
და მასთან ერთად
სურათიც რძლისა,
რო შეინახოს
ალბომსა თვისსა.