ძველი საქართველო
Appearance
ძველი საქართველო ავტორი: გიორგი ლეონიძე |
1925 წელი |
ეს ეკლესია
ერეკლესია! ―
ამბობს წარწერა ზედ ამოჭრილი.
არ ჩანს არავინ ეკლესიაში,
არც დაჩოქილი მოსჩანს მორჩილი...
გადაპობილა თაღი შუაზე
და ხავსს კედელზე გააქვს ბიბინი..
შუაღამისას ისმის უეცრივ
ტან-აბჯრიანი კაცის ქვითინი...