ჩემი ტაძარი

From Wikisource
Jump to navigation Jump to search
ჩემი ტაძარი
ავტორი: დუტუ მეგრელი


ჩე​მი ტა​ძა​რი

ოც​ნე​ბით შექ​მნილს, დი​დე​ბულ​სა, ჩემ​სა ტა​ძარ​სა,
ცის კა​მა​რა​ში, ღრუბ​ლებს ზე​ვით, მარ​ტო​კა მდგარს,
ვე​რა ტა​ძა​რი, ქვეყ​ნი​უ​რი ვერ შე​ედ​რე​ბა, _
აუ​წე​რე​ლი არის მი​სი მშვე​ნი​ე​რე​ბა!

იგი ტა​ძა​რი მხო​ლოდ ჩე​მი სა​ლო​ცა​ვია;
სხვის​თვის, ყვე​ლას​თვის მი​უწ​ვდო​მელ-უხი​ლა​ვია;
ოთ​ხი ხა​ტი მყავს იმ ტა​ძარ​ში, მათ ვსწი​რავ მსხვერ​პლსა:
ჩემ გულ​წრფელ გრძნო​ბას, მწვა​ვე ფიქ​რებს და წმინ​და ცრემ​ლსა!
ერ​თია კლდე​ზე მი​ჯაჭ​ვუ​ლის პრო​მე​თე​ო​სის,
სა​ზა​რი ძე​რა გა​მუდ​მე​ბით გულს რომ უკორ​ტნის...
მე​ო​რე ჯვარ​ზე მი​ლურ​სმუ​ლის იე​სო​სია,
ეკ​ლის გვირ​გვი​ნით ბრბოს რომ შუბ​ლი შე​უ​მო​სია...

მე​სა​მე არის ჩემ სამ​შობ​ლო სა​ქარ​თვე​ლო​სი,
ერთ დროს ძლი​ე​რის, დღეს უძ​ლუ​რის და საბ​რა​ლო​სი,
უმ​წედ რომ გდია, და​ჩაგ​რუ​ლი, ღო​ნე მიხ​დი​ლი,
და შვე​ლის ნაც​ვლად ღუ​პავს თვი​თონ მი​სი​ვე შვი​ლი,

და მე​ოთ​ხეა მშობ​ლი​უ​რის პო​ე​ზი​ი​სა,
ერ​თის მხრივ სა​ხით დი​დე​ბუ​ლის რუს​თა​ვე​ლი​სა
და მე​ო​რეს მხრივ _ საყ​ვა​რე​ლის ბა​რა​თაშ​ვი​ლის,
ბე​დით რჩე​უ​ლის და ბე​დით​ვე მწა​რედ დას​ჯი​ლის!..

ოც​ნე​ბით შექ​მნილ ჩე​მი ტაძ​რის მშვე​ნი​ე​რე​ბა
ენით არ ით​ქმის და არც კალ​მით აი​წე​რე​ბა!
ოთ​ხი მტე​რი მყავს იმ ტა​ძარ​ში, მათ ვსწი​რავ მსხვერ​პლსა:
ჩემ გულ​წრფელ გრძნო​ბას, მწვა​ვე ფიქ​რებს და წმინ​და ცრემ​ლსა!..