შრომის ჰანგი

From Wikisource
Jump to navigation Jump to search
შრომის ჰანგი
ავტორი: ნოე ჩხიკვაძე


შრომა, შრომა! მხოლოდ შრომა!
მხოლოდ შრომის სიყვარული!
მასში არის ჩვენი ნდომა,
ჩვენი ყოფნის სიხარული!..

როცა ოფლი შუბლს ერხევა,
როცა ვკვნესით ცეცხლის ალში,
მაშინ მადლი გულს ეფრქვევა,
ფიქრით დავქრით მომავალში!

ფიქრით დავქრით იქ, სად ძმობა,
სიყვარული დანავარდობს,
სადაც იშვებს ჩაგრულთ გრძნობა
და სიცოცხლე ია-ვარდობს!

გაუმარჯოს მაშ შრომის შვილს,
გაუმარჯოს ჩაგრულთ კერას!
გაუმარჯოს ვინც ყურს უგდებს
ჩვენს კილოს და ჩვენს სიმღერას!

რესურსები ინტერნეტში[edit]