შიშველი

From Wikisource
Jump to navigation Jump to search
შიშველი
ავტორი: გალაკტიონ ტაბიძე


სიმაღლე ლაჟვარდთა,
ვარსკვლავთა სიმაღლე,
სიმაღლე ზამბახის!

ყელი გაქვთ გედივით მაღალი და სწორი!
ოჰ, თქვენს თმებს შეჰფერის დაფნა და ამბორი!

ელადა, ელადა!
აქ სული ატარებს თვის მსუბუქ სამოსელს, -
ასეთი სინათლით შუბლი უელავდა
ვენერა მილოსელს!

რესურსები ინტერნეტში[edit]