შერეფ-ხან ბითლისი

From Wikisource
Jump to navigation Jump to search

"თარიხ-ე ჯაჰან-არა" ("ქვეყნის დამამშვენებელი ისტორია")
ავტორი: შერეფ-ხან ბითლისი
ცნობები საქართველოს შესახებ

გამომცემელი: ტაბატაძე კარლო


უცხოური წყაროები საქართველოს შესახებ


საქართველოს ისტორიის სპარსული წყაროები



წიგნი:
კ. ტაბატაძე - შერეფ-ხან ბითლისის ცნობები საქართველოს შესახებ - კავკასიურ-ახლოაღმოსავლური კრებული - ტომი 2 - თბილისი - 1962


წინასიტყვაობა[edit]

ბითლისი შერეფ ალ-დინ - სპარსულენოვანი ქურთი ისტორიკოსი (1543 − გ. წ. უცნობია). 1578-88 მონაწილეობდა ოსმ. ლაშქრობებში ამიერკავკასიაში, კერძოდ საქართველოში. მას ეკუთვნის ორტომიანი ისტორიული თხზულება „დიდების წიგნი“, რ-იც მრავალ ცნობას შეიცავს საქართველოს შესახებ, მასში აღწერილია ყიზილბაში სარდლის დივ-სულთან რუმლუსა და შაჰ თამაზ I-ის ლაშქრობები საქართველოში, თამაზ I -ის მიერ თბილისის ციხის აღება, ვარძიის მონასტრის დარბევა-გაძარცვა და საქართველოდან 30 ათ. ტყვის წაყვანა 1554. საინტერესო ცნობებია თბილისის ციხისთავზე − რენეგატ გულბათზე და მის ვაჟებზე (რომლებიც შემდგომში შაჰის ერთგული გახდნენ), აგრეთვე ირანის სამეფო კარზე მოღვაწე ქართველებზე.
ლიტ.: ტაბატაძე კ., შერეფ-ხან ბითლისის ცნობები საქართველოს შესახებ, „კავკასიურ-ახლოაღმოსავლური კრებული“, 1962, [ტ]. 2.
შარაფ-ხან ბითლისი (რუსულად)

ტექსტი[edit]

შერეფ-ხან ბითლისის ცნობები საქართველოს შესახებ

758 (1356-1357) წელი[edit]

ჯანიბეკ-ხანისაგან შევიწროებული მელიქ-აშრაფი ყველამ მიატოვა. მალიქ-აშრაფი ორ ქართველ მონასთან ერთად მარანდში გაჩერდა.

771 (1369-1370) წელი[edit]

ამ ძაღლის წელს კეშის ოლქში, რომელიც დღეს შახრისიაბზის სახელითაა ცნობილი, მეფობის ტახტზე აბრძანდა ემირ თემურ გურგანი (თემურ-ლენგი)...

ემირ თემური დაიბადა კეშთან ახლოს 736 წლის 28 შაბანს (11.IV.1336), გარდაიცვალა 807 (1405) წელს და მეფობდა 36 წელიწადი...

36 წლის განმავლობაში მოიარა დასახლებული ქვეყნიერების დიდი ნაწილი და დაიმორჩილა მავერანნაჰრი, თურქესტანი, ხორეზმი, ბადახშანი, ინდოეთი, ხორასანი, სისტანი, კიჯი და მეკრანი, ორივე ერაყი, ფარსი, აზერბაიჯანი, მაზანდარანი, გილანი, შირვანი, არანი, ქურთისტანი, საქართველო, დიარბაქირი. რუმი და სირია.

788 (1386) წელი[edit]

ამ წელს თემურმა გაიგო თავრიზსა და აზერბაიჯანში თოხთამიშის ლაშქრობისა და აოხრების შესახებ და გადაწყვიტა აზერბაიჯანზე წასვლა. მან დაიმორჩილა აზერბაიჯანი და საქართველო და ზამთარი არრანის ყარაბაღში გაატარა.

806 (1403-1404) წელი[edit]

ამ წელს თემურმა უარი თქვა რუმში ლაშქრობაზე და დაიწყო საქართველოს ურწმუნოების წინააღმდეგ წმინდა ომი და აქაური ციხეების დაპყრობა. მან ბრძანა არრანში ქალაქ ბაილაქანის აშენება, რომლისგანაც ნანგრევებიც კი აღარ იყო დარჩენილი.

815 (1412-1413) წელი[edit]

ამ წელს ყარა იუსუფ თურქმანი გამოვიდა თავრიზიდან და მოვიდა არრანის ყარაბაღში. მან გაუგზავნა შიკრიკი შირვანის მმართველ შეიხ იბრაჰიმს და მოუწოდა მშვიდობისაკენ. შექის მმართველმა საიიდ აჰმადმა და ზაგამის მმართველმა კონსტანტინე გურჯიმ შეიხ იბრაჰიმთან ერთად უარი თქვეს მორჩილებაზე და არ გამოცხადდნენ მასთან. ყარა იუსუფმა გადალახა არაქსი და ორივე მხრიდან გაჩაღდა დიდი ბრძოლა.

ამ ბრძოლაში შეიხ იბრაჰიმი, მისი ძმა შეიხ ბახლული და კონსტანტინე გურჯი უბედურების ქამანდით იქნენ შეპყრობილი. კონსტანტინე, მისი ძმა და სამასი ქართველი აზნაური ყარა იუსუფმა გაგზავნა ჯოჯოხეთში, შემდეგ გაძარცვა ქალაქი შამახა და დაბრუნდა თავრიზში და თან წაიყვანა ბორკილებდადებული შეიხ იბრაჰიმი და მაულან ზაჰირადდინ ყაზი.

927 (1520-1521) წელი[edit]

შაჰ-ისმაილმა დივ-სულთან რუმლუ სარდლად დანიშნა და საქართველოს ვილაიეთის დასაპყრობად გააგზავნა. იქაური მმართველები ლევანი, დავითი და ყვარყვარე მორჩილების ფეხით მიეგებნენ. ძღვენი, ძვირფასი საჩუქრები და მოსაკითხები თან წამოიღეს, შაჰის კარზე მოვიდნენ და ჯიზიასა და ხარაჯას გადახდაზე დათანხმდნენ.

სიმონ მეფე[edit]

  • სიმონ მეფე ტყვეობიდან გაათავისუფლა შაჰ მოჰამედ ხოდაბენდემ - გვ.182