Jump to content

შენ ტირილს ისმენ

From Wikisource
შენ ტირილს ისმენ
ავტორი: ტერენტი გრანელი


შენ ტირილს ისმენ,
(დღენი სულ ივლიან).
გაფრენა ისევ
შენი სურვილია.

მიდის დღე სრული,
აქეთ ყრუ მხარეა.
და შენი სული
ახლაც მწუხარეა.

შენ მიწა დაგმე
გიზიდავს ზეცა.
და შენი ”საქმე
ისევ აიწეწა.

რესურსები ინტერნეტში

[edit]