შენ მიცქერ მტრობით

From Wikisource
Jump to navigation Jump to search
შენ მიცქერ მტრობით
ავტორი: ტერენტი გრანელი


შენ მიცქერ მტრობით,
ქრიან ეტლები.
და მარტოობით
მე ვიფერფლები.

ბაღია აქეთ
და მიდის ბავშვი.
სდუმს სადღაც ბაგე
შორეულ ბაღში.

მხოლოდ შენ გენდე,
მე ძალა შემწევს.
მრავალ ლეგენდებს
იტყვიან ჩემზე.

იღბალს ვინ აცდა,
შორს ვარ სრულიად.
ვრჩები მიწასთან
და ცა მწყურია.

შენ მიცქერ მტრობით
ქრიან ეტლები.
და მარტოობით
მე ვიფერფლები.

რესურსები ინტერნეტში[edit]