შენ ისევ დაღლილ თვალებს ისველებ

From Wikisource
Jump to navigation Jump to search
შენ ისევ დაღლილ თვალებს ისველებ
ავტორი: ტერენტი გრანელი


 
შენ ისევ დაღლილ თვალებს ისველებ,
ისევ თორმეტჯერ რეკავს საათი.
რა ვქნა, მე ვერსად ვერ მოვისვენე,
შევდივარ ბაღში სიმშვიდისათვის.

ისევ ფიქრში ვარ, ქრიან დღეები,
დავტოვე ქუჩა, ხალხი, პროსპექტი.
მე ისევ მიყვარს ბაღის ხეები,
მე ისევ მიყვარს კვიპაროსები.

ვარ ასე მარტო, პოეტი-ბავშვი
და ფიქრი ბრუნავს, როგორც საათი.
შევდივარ ისევ სასახლის ბაღში,
შევდივარ მხოლოდ სიმშვიდისათვის.

რესურსები ინტერნეტში[edit]