შემოდგომა (ტერენტი გრანელის პირველი ლექსი)

From Wikisource
Jump to navigation Jump to search
შემოდგომა
ავტორი: ტერენტი გრანელი


მამა სამსონს

ეს შემოდგომა წყნარი,
ქარი, ზარები, ფიქრი.
მიდის ცისფერი წყალი
და სიჩუმეა ირგვლივ.

მიდის ცისფერი წყალი
და სიჩუმეა ირგვლივ.
ეს შემოდგომა წყნარი
ქარი, ზარები, ფიქრი.

რესურსები ინტერნეტში[edit]