ღრუბლები და მთვარე

From Wikisource
Jump to navigation Jump to search
ღრუბლები და მთვარე
ავტორი: დუტუ მეგრელი


ღრუბ​ლე​ბი და მთვა​რე

ერ​თხელ ღრუ​ბელთ გა​დას​წყვი​ტეს,
და​აბ​ნე​ლონ ბად​რი მთვა​რე
(სჩანს, შე​შურ​დათ მის სი​ტურ​ფე
სი​ნა​ზე და სი​ნარ​ნა​რე!);
შე​იკ​რიბ​ნენ ყვე​ლა ერ​თად,
შე​ი​კუმ​შნენ, მთლად გა​შავ​დნენ
და, მი​მა​ვალს თა​ვისს გზა​ზე,
ღა​მის მნა​თობს მედ​გრად დახ​ვდნენ;
მაგ​რამ მთვა​რემ არც შეჰ​ხე​და,
სწრაფ გას​ცუ​რა ის ად​გი​ლი
და დას​ტო​ვა ღრუ​ბელთ გრო​ვა,
პირ​ში ჩა​ლა გა​მოვ​ლი​ლი;
გას​ცუ​რა და ქვე​ყა​ნა​სა
მან ნა​თე​ლი კვლავ მოჰ​ფი​ნა,
ღა​მის მეხ​რის და მგზავ​რის გულს
სი​ხა​რუ​ლი აგ​რძნო​ბი​ნა;
ავ ღრუბ​ლებს-კი სა​ი​დან​ღაც
მძლავ​რმა ქარ​მა და​უ​ბე​რა,
ცხრა მთას იქით გა​დაჰ​ფან​ტა,
ერთ წამ​საც არ გა​ა​ჩე​რა!..