ღამე და ქარი
Appearance
ღამე და ქარი ავტორი: ტერენტი გრანელი |
ღამე და ქარი
წამება გახდა.
და სადღაც ქალი
უცქერის საყდარს.
მიდიან სხვები
დაკეტეს კარი.
და ისმის ხმები
შორეულ ზარის.
ქარია სოფლად,
მეც ვუხმობ გრიგალს
და მინდა ყოფნა
აქაც და იქაც.